Covid 19

იმერეთის პატარა ქალაქ ვანში 2020 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი. აქ ნახავთ უამრავ არტეფაქტს რომლებიც უძველესი კოლხეთის სამეფოს ძლიერებაზე მეტყველებენ და ამასთანავე აცოცხლებენ მითს არგონავტების კოლხეთში მოგზაურობასა და ოქროს საწმისის შესახებ. თქვენ მოისმენთ ისტორიებს გამარჯვების ქალღმერთ ნიკეზე, დიონისესა და აპოლონზე და საქართველოზე, რომელიც იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ამავდროულად ინდივიდუალური კულტურის მატარებელი.