Covid 19

„იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ“ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში _ „კულტურულ სექტორში შესაძლებლობების განვითარება და თავისუფალი პროექტები“ მიიღო დაფინანსება პროექტისთვის „მუსიკოსები ტურიზმისთვის“. „მუსიკოსები ტურიზმისთვის“ გახლავთ მხარდაჭერის აქცია-პერფომანსი ქუთაისელი მუსიკოსებისაგან ტურისტულ სექტორს. 2020 წელს, მსოფლიო პანდემიის გამო, ხომ სწორედ ტურიზმის სფეროში დასაქმებულები აღმოჩდნენ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ამასთანავე მუსიკოსების სურვილია სოლიდარობის ამ არაორდინალური ფორმით პოპულარობა გაუწიონ რეგიონის ღირშესანიაშნაობებს და არ შეანელონ ტურისტების ინტერესი მათდამი. და სანამ ჩვენი ქუჩები, მუზეუმები, პარკები კვლავ აივსება კისერზე ფოტოაპარატჩამოკიდებული ტურისტებით, მუსიკა გაფანტავს მათ გარეშე დასადგურებულ მოწყენილობას. DMO Imreti-ს გუნდი პროქტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფოტო-ვიდეოგრაფ დათო მირზაშვილს და ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონ ბაია კოღუაშვილს. ვიდეოების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Youtube არხს: Youtube.com/DMO Imereti/Musicians for Tourism