Covid 19

14 მარტს სტარტს იღებს იმერეთის ტურიზმის სამსახურის “DMO IMERETI”-სა და კომპანია „ოქროს პეპელა“ - ს ერთობლივი პროექტი „ ქუთაისი - წარსული ქრონიკები“, რომელიც ქუთაისის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იქნება წარმოდგენილი ერთი წლის განმავლობაში "კინოქრონიკის" დასახელებით. www.facebook.com/traveltokutaisi/
 
პროექტის მიზანია, ქუთაისთან დაკავშირებული უნიკალური საარქივო კინო, ფონო და ფოტო დოკუმენტების მოძიება, ამ მასალების საფუძველზე მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტების შექმნა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენა. სიუჟეტებში ასახული იქნება ის მნიშვნელოვანი ფაქტები, მოვლენები თუ ადამიანები, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს ქალაქისა და რეგიონის ცხოვრებაში. შევეცდებით, ამ ფორმით ბოლო 100 წლეულის ისტორიული მეხსიერება გავაცოცხლოთ.