Covid 19
ქუთაისი - წარსულის ქრონიკები

14 მარტს სტარტს იღებს იმერეთის ტურიზმის სამსახურის “DMO IMERETI”-სა და კომპანია „ოქროს პეპელა“ - ს ერთობლივი პროექტი „ ქუთაისი - წარსული ქრონიკები“, რომელიც ქუთაისის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იქნება წარმოდგენილი ერთი წლის განმავლობაში "კინოქრონიკის" დასახელებით. www.facebook.com/traveltokutaisi/

პროექტის მიზანია, ქუთაისთან დაკავშირებული უნიკალური საარქივო კინო, ფონო და ფოტო დოკუმენტების მოძიება, ამ მასალების საფუძველზე მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტების შექმნა და ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენა. სიუჟეტებში ასახული იქნება ის მნიშვნელოვანი ფაქტები, მოვლენები თუ ადამიანები, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს ქალაქისა და რეგიონის ცხოვრებაში. შევეცდებით, ამ ფორმით ბოლო 100 წლეულის ისტორიული მეხსიერება გავაცოცხლოთ.

სრულად...
ვიდეო ინსტრუქციები იმერეთში სამოგზაუროდ

ვიდეოთა ამ ციკლში პიერი გაგიზიარებთ თავის გამოცდილებებს იმერეთში მოგზაურობის შესახებ. ქვემოთ მოცემულ ბმულზე ნახავთ ანიმაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ იმერეთში მოგზაურობის დაგეგმვაში. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო ინსტრუქციები შექმნილია ინგლისურ ენაზე.

Travel to Imereti region

სრულად...
ვიდეო-ინსტრუქცია ქუთაისში სამოგზაუროდ

პიერი საერთაშორისო მოგზაურია, ამ მცირე ანიმაციაში პიერი გაგიზიარებთ გამოცდილებას, რომელიც გამოგადგებათ ქუთაისში ყოფნისას. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ვიდეო ინსტრუქციები შექმნილია ინგლისურ ენაზე.

სრულად...
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა!

იმერეთის პატარა ქალაქ ვანში 2020 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი. აქ ნახავთ უამრავ არტეფაქტს რომლებიც უძველესი კოლხეთის სამეფოს ძლიერებაზე მეტყველებენ და ამასთანავე აცოცხლებენ მითს არგონავტების კოლხეთში მოგზაურობასა და ოქროს საწმისის შესახებ. თქვენ მოისმენთ ისტორიებს გამარჯვების ქალღმერთ ნიკეზე, დიონისესა და აპოლონზე და საქართველოზე, რომელიც იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ამავდროულად ინდივიდუალური კულტურის მატარებელი.

სრულად...
მუსიკოსები ტურიზმისთვის

„იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ“ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში _ „კულტურულ სექტორში შესაძლებლობების განვითარება და თავისუფალი პროექტები“ მიიღო დაფინანსება პროექტისთვის „მუსიკოსები ტურიზმისთვის“. „მუსიკოსები ტურიზმისთვის“ გახლავთ მხარდაჭერის აქცია-პერფომანსი ქუთაისელი მუსიკოსებისაგან ტურისტულ სექტორს. 2020 წელს, მსოფლიო პანდემიის გამო, ხომ სწორედ ტურიზმის სფეროში დასაქმებულები აღმოჩდნენ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ამასთანავე მუსიკოსების სურვილია სოლიდარობის ამ არაორდინალური ფორმით პოპულარობა გაუწიონ რეგიონის ღირშესანიაშნაობებს და არ შეანელონ ტურისტების ინტერესი მათდამი. და სანამ ჩვენი ქუჩები, მუზეუმები, პარკები კვლავ აივსება კისერზე ფოტოაპარატჩამოკიდებული ტურისტებით, მუსიკა გაფანტავს მათ გარეშე დასადგურებულ მოწყენილობას. DMO Imreti-ს გუნდი პროქტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფოტო-ვიდეოგრაფ დათო მირზაშვილს და ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონ ბაია კოღუაშვილს. ვიდეოების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს Youtube არხს: Youtube.com/DMO Imereti/Musicians for Tourism

სრულად...
პირველი ფრენა პანდემიის შემდეგ

2020 წლის 18 დეკემბერს ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დორტმუნდიდან და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა. სტუმრებს ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. წყარო: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდი: Facebook.com / Kutaisi International Airport

სრულად...
"ვაშინგტონ თაიმსი" - საქართველო კორონა ვირუსის წინააღმდეგ

2020 წლის 22 აპრილს "ვაშინგტონ თაიმსი" აქვეყნებს სტატიას, სადაც საქართველოში კორონა ვირუსთან წარმატებული ბრძოლის დეტალებია განხილული. გთავაზობთ ბმულს: https://m.washingtontimes.com/news/2020

სრულად...
ხელოვნების ნიმუშების საშობაო გამოფენა–გაყიდვა

„ტურიზმის ცენტრში“ საშობაო განწყობაა და შესაბამისად ჩვენთან განთავსებულმა გამოფენამაც საშობაო ელფერი მიიღო. შეგიძლიათ მობრძანდეთ, დაათვალიეროთ თანამედროვე ქუთაისელი მხატვრების საახალწლო თემატიკის ნამუშევრები და თუ მოისურვებთ, მათი შეძენაც შესაძლებელია!

სრულად...
ბუნებრივი ღვინის ფესტივალი "ამერიმერი"

14 დეკემბერს, ქუთაისში გაიმართა ბუნებრივი ღვინის ფესტივალი სახელწოდებით ,,ამერიმერი". ფესტივალის ორგანიზატორი იყო ასოციაცია ბუნებრივი ღვინო. ,,ამერიმერი" წელს უკვე მესამედ გაიმართა და სტუმრებს ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებულ ღვინო შესთავაზა. ფესტივალში, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ 70-მდე წევრმა მცირე მარანმა მიიღო მონაწილეობა.

სრულად...
ინფო–ტური იმერეთში

ქუთაისის აეროპორტის ახალი მიმართულებების კვალდაკვალ, ქუთაისისა და რეგიონის წინაშე ჩნდება ახალი გამოწვევები - ჩვენი მიზანია გავაფართოვოთ საინფორმაციო კამპანია და უფრო მეტ ადამიანს დავანახოთ, თუ რა საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ქუთაისი და იმერეთი და რამდენად მრავალფეროვანია ეს მხარე ტურიტული თვალსაზრისით. ამჯერად, საინფორმაციო ტურის ფარგლებში ვუმასპინძლეთ სტუმრებს ხარკოვიდან და იტალიიდან.

სრულად...