• ურბანული სივრცის მცირე ანთროპოლოგიური ანალიზი: ქუთაისის მაგალითი

    ურბანული სივრცის მცირე ანთროპოლოგიური ანალიზი: ქუთაისის მაგალითი

    ურბანული სივრცის სოციალური და კულტურული კონსტრუირება დღემდე რჩება სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში ურბანული კვლევების ერთ-ერთ ძირითად, მიმდინარე და აქტუალურ საკითხად, რომელზე დაკავშირებითაც ეთნოგრაფიული კვლევები და ჩართული დაკვირვების გზით მოპოვებული მონაცემები კიდევ უფრო აღრმავებს და ამრავალფეროვნებს ადამიანების წარმოდგენას ამ საკმაოდ ფართო და აქტუალური თემის შესახებ. ურბანული კვლევებში გადადგმული ახალი ნაბიჯები, ადამიანების, ქალაქის მაცხოვრებლებისა და მის წიაღში…

  • მუსიკის გავრცელება ქუთაისში

    მუსიკის გავრცელება ქუთაისში

    მუსიკასთან ზიარება დიდი სიამოვნებაა და ბევრი მელომანისთვის იგი უკავშირდება არა მარტო ჩანაწერების თუ ცოცხლად კონცერტების მოსმენას, არამედ მათ ფლობასაც. ადამიანი მესაკუთრეა, მას სურს ჰქონდეს და ეხებოდეს იმას, რაც ძალიან უყვარს. ამიტომ მელომანების დიდი ნაწილი მუსიკას აგროვებს. მუსიკის ქონა კი 21-ე საუკუნის დასაწყისამდე მუსიკალურ მატარებლების – ფირფიტების, კასეტების თუ კომპაქტ-დისკების დაგროვებასთან ასოცირდებოდა. მუსიკას ჰქონდა ფიზიკური ფორმა,…

  • გრაფიტი – ამბის თხრობის თანამედროვე ფორმა ქუთაისში

    გრაფიტი – ამბის თხრობის თანამედროვე ფორმა ქუთაისში

    ერთხელ მაინც გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, დროის გასვლასთან ერთად თითქმის შეუმჩნეველი ხდება? ამ შემთხვევაში იმ ქალაქის არქიტექტურა და სტილი იგულისხმება, რომელშიც ვცხოვრობთ. ადგილები, სადაც დავდივართ, ყურადღების მიღმა გვრჩება, რადგან თითქოს გვგონია, რომ დაუშვებელია შეიცვალოს, მუდამ ისეთად დარჩება, როგორიც გვახსოვს. მერე კი, როცა რაღაც უცხოს, ბოლოს და ბოლოს, შევამჩნევთ, ინტერესით…

  • ლუკა ასათიანი, მიტროფანე ლაღიძე და სხვები

    ლუკა ასათიანი, მიტროფანე ლაღიძე და სხვები

    ყველა ქალაქის სივრცეში მეორე, მესამე და ზოგჯერ მეათე ქალაქიც ცხოვრობს. ეს ის ძველი ქალაქებია, რომლებიც მანამდე სუნთქავდა და ხმაურობდა აქ. ეს ქალაქები უცბად და მოულოდნელად ცოცხლდებიან ჩვენს გონებაში, სადმე, ძველ უბანში შერჩენილი სახლის, დროს გადარჩენილი ქვის კედლის, ბებიის მოყოლილი ამბის ან სულაც დასახელების სახით. ძველ ქუთაისში მოგზაურობა კი. სადღაც ფრანგებისა და ებრაული უბნების გადაკვეთაზე, ან  +სულაც…

  • ვაჟა ფშაველა ჭიათურაში

    ვაჟა ფშაველა ჭიათურაში

    გასულმა საუკუნემ  მრავალი საინტერესო ტრადიციით დაგვამახსოვრა თავი მაგრამ, ერთ-ერთ საუკეთესო ტრადიციად შეიძლება მივიჩნიოთ მწერლების შეხვედრა მკითხველთან და საკუთარი შემოქმედების თავადვე წარდგენა.  ძველმა პერიოდულმა პრესამ და თანამედროვეთა მოგონებებმა 1913 წელს  დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა ფშაველას დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის საინტერესო დეტალები შემოინახა.  ვაჟას გენიალურ შემოქმედებაზე უამრავი დაწერილა და კიდევ დაიწერება, მე მინდა თვითონ მოგონებებში შემორჩენილ საინტერესო ეპიზოდებზე…

  • საჰაერო  გზა  რიონის თავზე

    საჰაერო  გზა  რიონის თავზე

    1961 წლის  29 მაისი. უამრავი ქუთაისელი შეკრებილა  რიონის მარცხენა ნაპირას, ალექსანდრე წულუკიძის სახელობის  სკვერში –  ახლადნაგები   ბაქნის  მიმდებარედ. ყველა ზემოთ  იცქირება, მძლავრად გაჭიმული ბაგირისაკენ, რომლის მეორე ბოლო კულტურისა და დასვენების პარკში აღმართული  მეორე  სადგურისაკენ მიემართება. სულ  ცოტაც და… მოხდება  ქალაქის  უახლოესი  ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ამ ბაგირის მეშვეობით, სადგურებიდან  ერთმანეთის საპირისპიროდ დაიძვრება   ხალხით …

  • ფეხბურთი და ქუთაისი: ადგილობრივი და გლობალური დამოკიდებულებების სოციოლოგიური ანალიზი

    ფეხბურთი და ქუთაისი: ადგილობრივი და გლობალური დამოკიდებულებების სოციოლოგიური ანალიზი

    2024 წლის 26 ივნისს არამხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენა სამუდამოდ გახდა კოლექტიური თუ ინდივიდუალური მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. მარტივი წინადადება, რომელიც ოფიციოზის ენით აღწერს იმას, თუ როგორ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა, სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული თავგადასავლისა და ისტორიის დასაწყისი თუ დასასრული, დიდი ამბის განმსაზღვრელი, მოზაიკის ის ნაწილი…

  •  ოდისეა: საქუთაისო

     ოდისეა: საქუთაისო

    საინტერესო თავგადასავლები მოულოდნელად იწყება. ამისთვის სულაც არაა საჭირო, ათი წელი ომიდან დაბრუნებულმა „ზღვის გულზე” იხეტიალო, ოლიმპოზე მცხოვრები ღმერთები გამოგეცხადონ, „შავეთის აჩრდილებს“ შეხვდე, ისეთი ხალხი ნახო, ღმერთებსა და ადამიანებს შორის რომ არიან, მათი ხასიათი შეისწავლო, საკუთარი თავიც ბევრნაირად, სხვადასხვა სიტუაციაში გამოსცადო და ბოლოს მიხვიდე სახლში, იქ, სადაც გელოდებიან.  საინტერესო ამბებს დასაწყისიც მოულოდნელი აქვს. ხოდა, ჩვენც ასე…