იმერულ სამზარეულში ყველაზე პოპულარული საწებლებია ტყემალი და ბაჟე. ტყემლის საწებელი შეიძლება იყოს ტკბილი ან მჟავე, წითელი, მწვანე ან ყვითელი, იმისდა მიხედვით, თუ რა ფერის ნაყოფს შევარჩევთ დასამზადებლად, თუმცა მისი მთავარი ინგრედიანტი მაინც ომბალოა, რომელიც საოცარ არომატს და განსაკუთრებულობას სძენს მას. ბაჟე ნიგვზის თხევადი საწებელია. დანაყილი ნიგვზისგან ჯერ ზეთს გამოხდიან, შემდეგ წყლით გააზავებენ და მზა საწებელს ნივთითა და გამოხდილი ნიგვზის ზეთით რთავენ. ბაჟეში შესაძლებელია ჩააწყონ შემწვარი თევზი ან ქათამი.
ტყემალი
ბაჟე