“Aria Resort & Spa” საქართველოს ერთ-ერთ მთავარ საკურორტო და ტურისტულ ზონაში, წყალტუბოში მდებარეობს. სასტუმროს მშენებლობას 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი. მიზანი ქალაქის ცენტრიდან ახლოს, ბუნების წიაღში გამაჯანსაღებელი,დასვენებასა და განტვირთვაზე, სტუმარზე ორიენტირებული გარემოს შექმნა იყო.
სასტუმრო კომპლექსი „არია რესორტ & სპა“ ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე, მუხების ხეივანშია განთავსებული. წყალტუბოს შესასვლელიდან დაშორებულია 100 მ-ით, 12 კმ-ით ქუთაისიდან, 16კმ-ით პრომეთეს მღვიმიდან, 20 კმ-ით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. სასტუმრო მარტივად მისადგომია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. დასვენებისათვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ახლომდებარე უნიკალური წყალტუბოს ცენტრალური პარკი და განთქმული სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრები თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.