Covid 19

რა ვნახოთ?

ოკაცეს ჩანჩქერი

მდინარე საწისქვილოს ხეობაში, კავკასიონის კირქვული ზონის ერთ-ერთი მაღალი მთათა სისტემა ასხის მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმოედინება კინჩხის ჩანჩქერების კასკადი. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრია, მეორის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს, კასკადის მესამე საფეხური დაახლოებით 30 მ სიმაღლისაა. 

სრულად...
სამცვერას ჩანჩქერი

სამცვერას ჩანჩქერი სოფელ ქვედა საზანოში, მდ. ძუსას ხეობაში, ზესტაფონიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ გაგრილდეთ მდინარეში და სამცვერას ჩანჩქერის სათავესთან გაკეთებული ხელოვნური ჯებირიდან დატკბეთ ჩანჩქერის ცქერით.

სრულად...
დიხაშხოს გეიზერი

დიხაშხოს გოგირდის გეიზერი სოფ. დიხაშხოს მიდამოებში ამოედინება. მისი უნიკალური ვიზუალის, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების გამო ტურისტებისთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია იმერეთის რეგიონში ოთხივე სეზონის განმავლობაში. ის ბუნებრივი, თვითნაბადი ღია აუზია და როგორც გადმოცემით ამბობენ 100 წელზე მეტია რაც არსებობს.

სრულად...
ტყიბულის წყალსაცავი

ტყიბულის წყალსაცავი გარშემორტყმულია ტყეებით და ბუნების ლამაზი პეიზაჟებით გამოირჩევა. წყალსაცავის ტერიტორია შესანიშნავია საპიკნიკედ, აქ საკემპინგე ადგილებსაც მარტივად იპოვნით. ტყიბულის წყალსაცავი მდიდარია თევზით და ამასთანავე აქვს კარგი მისადგომები თევზაობისთვის, ამიტომაც ის თევზაობის მოყვარულებსაც იზიდავს. ტყიბულის წყალსაცავში უხვად არის კალმახი, კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა, ქაშაპი, წვერა და სხვ. 

სრულად...
დათვის ტბა

ოკაცეს კანიონის მიდამოებში მდებარეობს ბუნებრივი წარმოშობის პატარა ტბები. დათვის ტბა ერთ-ერთი გამორჩეულია, კლდეებით შემოსაზღვრული, კამკამა წყლითა და ლამაზი ფერებით. ტბამდე მისასვლელი ბილიკი სახიფათოა, თუმცა კლდოვანი, ხავსით დაფარული გზა ექტრემალური დასვენების მოყვარულებს აუცილებლად მიიზიდავს.

სრულად...
გაბზარული ტბა

იმერეთში, სოფელ ყუმისთავში მდებარეობს გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი, ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულთათვის საინტერესო ლოკაცია. ტბა ფართო ნაპრალის ფსკერზე მდებარეობს. ნაპრალის სიგანე 2-2,5 მეტრია, ხოლო სიღრმე - 25 მეტრი. გაითვალისწინეთ, ტბასთან ჩასვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია.

სრულად...
მანდაეთის ტბა

მანდაეთის ტბა ჭიათურიდან 25 კმ-ში მდებარეობს. ტბა ჩაფლულია ულამაზეს ბუნებაში. ტბის მიმდებარე ტერიტორია საუკეთესო ადგილია კემპინგის მოსაწყობად. ტბაში შესაძლებელია ნავებით გასეირნება, თევზაობა და სხვა აქტივობების ჩატარება.

სრულად...