Covid 19

რა ვნახოთ?

კურორტი ნუნისი

კურორტი მდებარეობს ულამაზეს სოფელ ნუნისში და გარშემორტყმულია შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით. კურორტზე არსებული სამკურნალო წყალს თავისი თვისებების გამო მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ნუნისის სამკურნალო წყალი სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს კანის და ნერვული დაავადებები.

სრულად...
კურორტი წყალტუბო

კურორტი წყალტუბო მდებარეობს ქუთაისიდან 9 კილომეტრის დაშორებით. ქალაქის უნიკალური ღირსშესანიშნაობაა მისი არქიტექტურა, რომელიც წარმოადგენს საბჭოთა, სტალინური ამპირის სტილში გადაწყვეტილ შენობებს, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ საჭიროებს აღდგენას, თუმცა სწორედ ეს ობიექტები იზიდავენ ინდუსტრიული ტურიზმის მოყვარულებს. წყალტუბო სამკურნალო წყლებით ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში.

სრულად...
კურორტი საირმე

საირმე იმერეთის მთიანი კურორტია, მინერალური წყლებით და ულამაზესი ბუნებით განთქმული. საირმის მინერალური წყლების წყაროები, შესწავლილ იქნა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. მათი სამკურნალო თვისებების სპექტრი საკმაოდ ფართოა, წყაროებზე მოწყობილია კომფორტული ბიუვეტები, ყოველ წყაროს აქვს თავისი დანიშნულება. მათი სხვადასხვა დოზით მიღება კურნავს კენჭოვანი დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის პრობლემებს და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.

სრულად...
კურორტი სულორი

ბალნეოლოგიური კურორტი სულორი მდებარეობს მდინარე სულორის ნაპირთან. ამ პატარა, 15 კმ სიგრძის მდინარეს მხოლოდ 2 შენაკადი აქვს, აქედან მოდის მისი სახელიც (სულ ორი). კურორტსაც მისი სახელი ჰქვია ვინაიდან და რადგანაც სამკურნალო თბილი წყალი სულორის კლდიდან გამოედინება. კურორტი სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური პრობლემების დაავადებების სამკურნალოდ.

სრულად...