ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკის საერთო ფართობი 104,933 ჰა-ს შეადგენს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში წარმოდგენილია კარგად შენახული და დაცული ტყის ჰაბიტატები, იშვიათი და განუმეორებელი ფლორა და ფაუნა, თვითმყოფადი და განუმეორებელი ლანდშაფტები. ეროვნულ პარკში არსებული ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა. ტურისტული მარშრუტების ქსელი ზღვის დონიდან 400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია.
სრულად...
კაცხის სვეტი წარმოადგენს 40 მეტრის სიმაღლის კირქვის სვეტს. მის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის გაჩნდა 1944 წელს, როდესაც სვეტზე ავიდა პირველი ექსპედიცია. მკვლევარებმა სვეტის თავზე აღმოაჩინეს V-VI საუკუნეების ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების ნაშთები. ამჟამად კაცხის სვეტზე აგებულია ეკლესია, სადაც მოღვაწეობს განდეგილი ბერი. კაცხის სვეტზე ასვლა ვიზიტორებისთვის არაა ნებადართული.
სრულად...
ბაღდათის მაღალმთიანი რეგიონში, ქუთაისიდან 70 კილომეტრში, თქვენ მოხვდებით სუბალპური და ალპური ზონის სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტში. ზღვის დონიდან 2205 მეტრის სიმაღლეზე, მთის წვეროზე მდებარეობს ბუნების ძეგლი „ქვასაყდარა“ - ვულკანური წარმოშობის ქვის სვეტები, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით მოაღწია დღემდე. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება სამხრეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით.
სრულად...
მთა ცხრაჯვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1569 მეტრზე, იმერეთისა და რაჭის საზღვარზე, ნაქერალას უღელტეხილთან. მთიდან იშლება დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედები, კარგ ამინდში მოსჩანს შავი ზღვა, კოლხეთის დაბლობი და კავკასიონის მუდამ თოვლით დაფარული მწვერვალები. ცხრაჯვარის სალოცავამდე მისასვლელი ბილიკი 2 კილომეტრამდე სიგრძისაა და საშუალო სირთულის, მაგრამ სასურველია სალაშქროდ აღიჭურვოთ. ბილიკი კლდის ქარაფს მიუყვება, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე. ზაფხულში აქ ტემპერატურა საშუალოდ 18,5 გრადუსია. ქუთაისიდან დაშორება 50 კმ.
სრულად...
გულაშვანის ტყე-პარკი, ხელოვნურად გაშენებულ 30 სახეობის წიწვოვანი ტყის კორომს წარმოადგენს. ის მდებარეობს სოფელ ხანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ის დაშორებით, მდინარე ხანის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლზე. კორომი გაშენდა 1977 წელს.
სრულად...