უბისის სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. უბისის ტაძარი მოიხატა XIV საუკუნეში მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. აქ საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები.
მისამართი: სოფელი უბისა, ხარაგაული
www.google.com/maps/place/Ubisa+Monastery
ღიაა: ყოველ დღე, 10:00-18:00