ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მეცნიერი და ფოთის პორტის დამაარსებელი ნიკო ნიკოლაძე იყო თავისი დროის მაღალი ტენოლოგიების გამომგონებელი და საქართველოში ევროპული ფასეულობების შემომტანი. მან განახორციელა ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ქალაქ ფოთის და ფოთის პორტის მშენებლობა, თბილისი-ფოთის რკინიგზის ხაზის გაყვანა (ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზა) და სხვა. 1951 წელს გაიხსნა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში. მუზეუმი ინახავს გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ამერიკიდან და რუსეთიდან ჩამოტანილი ნივთების კოლექციას. აქვეა მისი მდიდარი ბიბლიოთეკა. მუზეუმში ნახავთ ნიკო ნიკოლაძის დროინდელ უახლეს ტექნიკას, მაგალითად 1910 წლის ქარის წისქვილს, კოდაკის პირველი გამოშვების ფოტოაპარატს, მზის საათს და სხვა.
მისამართი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედია
ღიაა: ყოველ დღე, 10:00-17:00, ბოლო სტუმარი დაიშვება 16:00_ზე.
ბილეთის ფასი - 5 ლარი, გიდის მომსახურება - 5 ლარი.
ტელ: +995 598 950 283