ვლადიმერ მაიაკოვსკი ცნობილი რუსი პოეტია, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მან ჩაუყარა საფუძველი ფუტურიზმს რუსულ და მსოფლიო ლიტერატურაში. ქუთაისიდან 30 კილომეტრში, იმერულ გორაკებში ჩაფლულ სოფელ ბაღდათში მდებარეობს მისი სახლ-მუზეუმი, ადგილი, სადაც იგი 1893 წლის 19 ივლისს დაიბადა და სიყმაწვილე გაატარა. 1902 – 1906 წლებში, ვიდრე რუსეთში გადავიდოდა ოჯახი საცხოვრებლად, ის ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. პოეტის სახლში მისი სახლ-მუზეუმი 1940 წელს გაიხსნა.
სამუშაო საათები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით: 09:00 _ 18:00
სამუშაო საათები ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით: 10:00 _ 17:00
შაბათ კვირას ვიზიტის მსურველებმა საჭიროა წინასწარ დარეკონ მუზეუმის საკონტაქტო ნომერზე.
ფასი: 3 ლარი
რუსულენოვანი ან ქართულენოვანი გიდის მომსახურება: 15 ლარი
საკონტაქტო ნომერი: +995 599 416 443
მის: ქალაქი ბაღდათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი