Covid 19

გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს. ეს ად­გი­ლი არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ლო­ცა­ვი დი­დი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლიც ყო­ფი­ლა. რო­გორც ლე­გენ­და გად­მოგ­ვ­ცემს, სო­ფელ გოგ­ნ­ში ყვე­ლა მა­მა­კა­ცი და­ღუ­პუ­ლა და მი­ზე­ზი ვე­რა­ვის გა­უ­გია. სოფ­ლის ერთ მკვიდრს სიზ­მ­რად უნა­ხავს, თქვე­ნი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზი მდი­ნა­რე­ში ეძე­ბე­თო. მარ­თ­ლაც, მდი­ნა­რი­დან წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი ამო­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ და ურემ­ზე და­უბ­რ­ძა­ნე­ბი­ათ. ხა­რე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ად­გილ­ზე ასუ­ლან და იქ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. სწო­რედ იმ ად­გილ­ზე საყ­და­რი აუგი­ათ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­ცავს კა­რი რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კი­დეს, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სწო­რედ ამი­ტომ მას "კა­რუგ­დე­ბე­ლი" უწო­დეს. გიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ყოველ 6 მაისს წმიდა ადგილს ათასობით მორწმუნე სტუმრობს.

 

მის: სოფელი გოგნი, თერჯოლა

www.google.com/maps/place/Karugdebeli+gogni+church/