გამოჩენილი ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის სახლმუზეუმი (1898-1953) მდებარეობს ზესტაფონში. თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. უშანგი ჩხეიძე ქართულ თეატრში ნამდვილი მოვლენა იყო. მუზეუმში განთავსებულია მსახიობის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.
მისამართი: ზესტაფონი, უშანგი ჩხეიძის ქ.#86
ღიაა: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00
ბილეთის ფასი: უფასო
ტელ: +995 (0) 492 251 526, +995 (0) 577 121 157