ვანის არქეოლოგიური მუზეუმი იმერეთის პატარა ქალაქ ვანის განაპირა ბორცვზე მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ აქ ანტიკურ ხანაში ძველი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო გაშენებული, რომელმაც აყვავებას ძვ. წ. III-I სს-ში მიაღწია.
ახლახანს გახსნილ და დახვეწილი სტილის მქონე მუზეუმში, მუდმივი ექსპოზიცია წარმოდგვიდგენს კოლხური კულტურის განვითარების ეტაპებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 800-დან 100 წლამდე პერიოდში. აქ ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ, როგორც ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კარგად შემონახული არტეფაქტები, ასევე უნიკალური ბრინჯაოს ქანდაკებები და მონეტები. გამოფენა მოიცავს სამკაულების სანახაობრივ კოლექციას, იმპორტირებულ ნივთებს ბერძნული და რომაული სამყაროდან, ასევე სპარსეთის იმპერიიდან, რიტუალური ფიგურების სერიებს და ადამიანის ზომის ბრინჯაოს ტორსს.
მისამართი: ვანი, ო. ლორთქიფანიძის #32
ღიაა: სამშაბათი - კვირა, 10:00 – 18:00
ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის:
ზრდასრული - 13 ლარი
6-18 წლის ბავშვებისთვის - 2 ლარი
0-6 წლის ბავშვებისთვის - უფასო
სტანდარტული ფასი:
ზრდასრული - 20 ლარი
სტუდენტი - 10 ლარი
0-6 წლის ბავშვებისთვის - უფასო
ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30-ზე
ტელ: +995 (0) 32 299 80 22