კოლხეთის (კოლხას) სამეფო, ძლევამოსილი სახელმწიფო ძვ. წ. XXVII საუკუნიდან, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებდნენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოებების ცოდნის წყაროს, მითიური „ოქროს საწმისის“ სამშობლოს. „კოლხატური“ გიმასპინძლებთ ამ მშვენიერ მხარეში, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, ისტორიულ ძეგლებს, კულტურას და ტრადიციებს, დაგატკბობთ ქართული ბუნების მშვენიერებით, დაგაგემოვნებინებთ ქართულ ღვინოს და სამზარეულოს. „კოლხატურში“ დასაქმებული ადამიანები კარგად ვიცნობთ საქართველოს ყველა მხარე და კარგად ვიცით როგორ მოვარგოთ თქვენი სურვილები და ინტერესები კონკრეტულ ტურს ქვეყნის ამა თუ იმ მხარეში და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებით.