მირიან იოსებაშვილის მარანი „დიონიდე“ მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ფერსათში, ზღვის დონიდან 240მ სიმაღლეზე. მარანი აშენებულია შუაგულ ვენახში, სადაც გაშენებულია იმერული ვაზის ცხრა სახეობა. ღვინოს ვამზადებთ ძველი იმერული წესით, ქვევრში. ჩვენი მარნის მთავარი ღირებულება და უნიკალურობაა უძველესი იმერული ვაზის ჯიში კუნძა და მისგან წარმოებული ღვინო. ჩემს მარანში მოსულ სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აგრარულ ღონისძიებაში, ასევე ჩავუტარებთ მასტერკლასს იმერულ სამზარეულოსა და ჭურ-მარანში.