ტარასი მინაძის მარანი დაარსდა 1878წელს, მისი აღდგენა ჩვენს მიერ მოხდა 2017 წელს. დღესდღეობით იმერული ჯიშის ყურძნებისგან ვაწარმოებთ ციცქას, კრახუნას, ცოლიკოურის, ძელშავის და ოცხანურის ღვინოებს. ვენახს ვუვლით ბიო სტანდარტებით. ფერსვის ღვინოები გადის ექსპორტზე შეერთებულ შტატებში და ევროპაში. ჩვენთან სტუმრობის მსურველებს შეუძლიათ ადგილზე დააჭაშნიკონ ჩვენი ღვინოები, იმერულ წასახემსებლებთან ერთად.