მევენახეობა-მეღვინეობა ღვინის მარანი "მარადიულის" უწყვეტი ტრადიციაა. ზღვის დონიდან 560 მეტრზე გვაქვს გაშენებული უძველესი იმერული ვაზის ჯიშები. ვაწარმოებთ 2 სახის, ძალშავისა და ცოლიკაურის ვაზის ჯიშებისგან მიღებულ ღვინოებს. ღვინოები დაყენებულია ქვევრში ძველი ტრადიციული მეთოდით. ღვინო ფილტრაციასა და ქიმიურ დამუშავებას არ გადის და წარმოადგენს ნატურალურ პროდუქციას.