ღვინის მწარმოებელი კომპანია, „ხომლის მარანი“ დარსდა 2010 წელს. კომპანიის დაარსების მიზანს წარმოადგენს აწარმოოს ბიო/ორგანული ქვევრის ღვინოები უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდებით. ვენახები გაშენებულია მისტიური ხვამლის მთის ფერდობზე, რომელიც მუშავდება ტექნიკის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ხელით. უამრავი ისტორიული, ლეგენდარული, გამოგონილი თუ საიდუმლოებით მოცული ამბავი უკავშირდება ხვამლის მთის სახელს. ამ მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე ხარობს ერთ-ერთი უძვირფასესი ქართული ჯიშის ვაზი უსახელოური, რომლისაგანაც მზადდება ამავე სახელწოდების ღვინო. ამ ღვინის განსაკუთრებულად მაღალ ფასს, მის განსაკუთრებულ და გამორჩეულ თვისებებთან ერთად განაპირობებს მისი გავრცელების არეალის სიმცირე, რადგან ეს ვენახები ხარობს მხოლოდ სოფელ ზუბისა და ოყურეშის მიდამოებში.