შატო მდებარეობს ქუთაისიდან 14 კილომეტრის მოშორებით. ჩვენ გთავაზობთ ღვინის სადეგუსტაციო ტურს, რომელის დროსაც ხდება ტრადიციული ქართული ღვინის დამზადების პროცესის მრავალწლოვანი ისტორიის გაცნობა. ასევე ღვინისა და ჭაჭის დაგემოვნება, ვახშამი ტრადიციული კერძებითა და ხალხური მუსიკალური გაფორმებით. ასევე ფუნქციონირებს სასტუმრო.
ტური ითვალისწინებს სტუმრის მიღებას, გარემოს დათვალირებასა და ინფორმაციის მიწოდებას შატოს ისტორიის შესახებ. შემდეგი ეტაპი არის ღვინის დეგუსტაცია ღვინის მარანში. გვაქვს სამი სხვადასხვა სახის ღვინოს: 1. რქაწითელის ჯიშისგან დამზადებული წინანდალი 2. ნახევრად ტკბილი საფერავი და 3.თეთრი მშრალი ცოლიკაური. ასევე სურვილისამებრ, გთავაზობთ ადგილზე ნაწარმოებ ჭაჭას რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაღდათის რაიონში. ღვინის დეგუსტაციის დროს სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ იმერული ყველის დაფა (იმერული ყველი, შებოლილი სულუგუნი), თაფლი, ნიგოზი და სხვადასხვა ხილის ჩირი (ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი).