სიტყვა ,,პალატი” ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ანთია ცეცხლი, ოჯახი ატარებს უმეტეს დროს და სადაც გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდებიან სტუმარს. "პალატი" ასოცირდება სახლთან, ოჯახთან და მყუდრო გარემოსთან, ინტერიერის ყველა დეტალი გულდასმით მოძიებული და შერჩეულია. შესანიშნავი ლოკაცია ქუთაისის ისტორიულ უბანში, უგემრიელესი და ჯანსაღი ქართულ-ევროპული კერძები, თბილი ატმოსფერო, მომღიმარი მასპინძლები და შეუდარებელი ცოცხალი მუსიკა, თქვენს ,,პალატში” სტუმრობას დაუვიწყარს გახდის.