Covid 19
 

შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ:

 

ბოლო განახლება: 2021 წლის 8 ნოემბერი:

 

 

გმადლობთ, რომ გახდით DMO Imereti-ს სერვისების მომხმარებელი (შემდეგში „ორგანიზაცია“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“). ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა. შეკითხვების ან უკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნული კონფიდენციალურობის შეტყობინებასთან ან ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: info@kutaisi.travel

 

აღნიშნული კონფიდენციალურობის შეტყობინება აღწერს, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ, თუ თქვენ:

 

  • ესტუმრებით ჩვენს ვებსაიტს https://kutaisi.travel/

 

  • ჩამოტვირთავთ და გამოიყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციას — Kutaisi Travel

 

  • დაგვიკავშირდებით ჩვენ სხვა გზით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი ტიპის გაყიდვებს, მარკეტინგს ან/და ღონისძიებებს.

 

აღნიშნულ შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ, თუ ჩვენ              მოვიხსენიებთ:

  • "ვებსაიტს," ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენს ნებისმიერ ვებსაიტს, რომელიც პირდაპირ ან რაიმე სახით უკავშირდება აღნიშნულ პოლიტიკას.

 

  • "აპლიკაცია," ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენს აპლიკაციას, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ პოლიტიკას.

 

  • "მომსახურება," ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენს ვებსაიტს, აპლიკაციას და სხვა მასთან დაკავშირებულ მომსახურებას.

 

აღნიშნული, კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების მიზანია, რაც შეიძლება ნათლად განგიმარტოთ, თუ რა სახის ინფორმაციას ვიღებთ თქვენგან, როგორ ვიყენებთ მას და რა უფლებები გაქვთ მასთან დაკავშირებით. თუ კონფიდენციალურობის შესახებ აღნიშნული შეტყობინება შეიცავს რაიმე პირობას, რომელსაც არ ეთანხმებით, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი სერვისებით სარგებლობა. 

 

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ აღნიშნული შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ, რადგან ის დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ ოგორ ვიყენებთ მიღებულ ინფორმაციას.

 

 

 

 

სარჩევი

 

  1. რა სახის ინფორმაციას ვიღებთ?
  2. რა მიზნების შესასრულებლად ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?
  3. იქნება თუ არა თქვენი ინფორმაცია გაზიარებული სხვებთან?
  4. ვისთან იქნება თქვენი ინფორმაცია გაზიარებული?
  5. ვიყენებთ თუ არა მზა ჩანაწერებს (Cookies) და მონიტორინგის სხვა ტექნოლოგიებს?
  6. როგორ ვამუშავებთ თქვენი ავტორიზაციის მონაცემებს სოციალურ ქსელებში?
  7. რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?
  8. როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას?
  9. რა უფლებები გაქვთ კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებზე?
  10. მონიტორინგის შეზღუდვის ფუნქციის კონტროლი.
  11. აქვთ თუ არა კალიფორნიის რეზიდენტებს კონფიდენციალურობის სპეციფიკური უფლებები?
  12. ვაკეთებთ თუ არა განახლებებს აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით?
  13. როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ შეტყობინების შესახებ?
  14. როგორ შეგიძლიათ გადახედოთ, განაახლოთ ან წაშალოთ ის მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან?

 

  1. რა სახის ინფორმაციას ვიღებთ?

 

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვიმჟღავნებთ.

 

მოკლედ: ჩვენ ვირებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით. 

 

ჩვენ ვიღებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით სერვისებზე რეგისტრაციისას, გამოხატავთ ინტერესს ჩვენს, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მოპოვებით, როდესაც თქვენ მონაწილეობთ სერვისებთან დაკავშირებულ აქტივობებში ან სხვაგვარად, როდესაც გვიკავშირდებით.

 

ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია დამოკიდებულია ჩვენთან და ჩვენს სერვისებთან თქვენი ურთიერთქმედების კონტექსტზე, თქვენს არჩევანზე და თქვენს მიერ გამოყენებულ პროდუქტებსა და ფუნქციებზე. ჩვენს მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:

 

თქვენს მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას. ჩვენ ვიღებთ სახელებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, საფოსტო მისამართებს, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელებს, ტელეფონის ნომრებს და სხვა მსგავსი ტიპის ინფორმაციას. 

 

სოციალური მედიის საავტორიზაციო მონაცემები. ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ ჩვენთან დარეგისტრირების შესაძლებლობა თქვენი არსებული სოციალური მედიის ანგარიშის დეტალების გამოყენებით, როგორიცაა Facebook. თუ თქვენ აირჩევთ დარეგისტრირებას ამ გზით, ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც აღწერილია განყოფილებაში როგორ ვამუშავებთ თქვენს სოციალურ ქსელებში ავტორიზაციის მონაცემებს. იხილეთ ქვევით.

 

თქვენს მიერ მოწოდებული ყველა პერსონალური ინფორმაცია უნდა იყოს ჭეშმარიტი, სრული და ზუსტი და თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ამ პერსონალურ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

 

ინფორმაცია, რომელიც მიიღება ავტომატურად

 

მოკლედ: ზოგიერთი ინფორმაცია — როგორიცაა თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი და/ან ბრაუზერის და მოწყობილობის მახასიათებლები — ავტომატურად მიიღება, როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს “სერვისებს”. 

 

ჩვენ ავტომატურად ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც თქვენ სტუმრობთ ან იყენებთ ჩვენს ‘’სერვისებს“.  ეს ინფორმაცია არ გამოავლენს პირად მონაცემებს, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი ან საკონტაქტო ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება შეიცავდეს მოწყობილობისა და მისი გამოყენების ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი IP მისამართი, ბრაუზერი და მოწყობილობის მახასიათებლები, ოპერაციული სისტემა, ენის პრეფერენციები, დაკავშირებული URL-ები, მოწყობილობის სახელი, ქვეყანა, მდებარეობა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და როდის იყენებთ ჩვენს სერვისებს და სხვა ტექნიკურ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია პირველ რიგში საჭიროა ჩვენი სერვისების უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და ჩვენი შიდა ანალიტიკისა და ანგარიშგების მიზნებისთვის.

 

როგორც ბევრი ბიზნესი, ასევე ჩვენც ვიღებთ ინფორმაციას მზა ჩანაწერების (Cookies) და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით. 

 

ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია მოიცავს:

  • ავტორიზაციისა და გამოყენების მონაცემები (Log and Usage Data).ავტორიზაციის და გამოყენების მონაცემები არის სერვისებთან დაკავშირებული, დიაგნოსტიკური, გამოყენებისა და მუშაობის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი სერვერები ავტომატურად იღებენ, როდესაც თქვენ უკავშირდებით ან იყენებთ ჩვენს სერვისებს და რომელსაც ჩვენ ვიწერთ ავტორიზაციის (log) ფაილებში. იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებთ ჩვენს სერვისებს, აღნიშნული ავტორიზაციის ფაილების მონაცემები შეიძლება შეიცავდეს თქვენს IP მისამართს, მოწყობილობის ინფორმაციას, ბრაუზერის ტიპს და პარამეტრებს და ინფორმაციას თქვენი აქტივობის შესახებ სერვისებში (როგორიცაა სერვისის გამოყენების თარიღი და დრო, ნანახი გვერდები და ფაილები, ძიებები და სხვა მოქმედებები, რომლებსაც ახორციელებთ, როგორიცაა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ფუნქციებს იყენებთ), მოწყობილობის  ინფორმაცია (როგორიცაა სისტემის აქტივობები, შეცდომის ანგარიშები (რომელსაც ზოგჯერ „crash dumps“ უწოდებენ) და მოწყობილობის პარამეტრები).
  • მოწყობილობის მონაცემები. ჩვენ ვიღებთ მოწყობილობის მონაცემებს, როგორიცაა ინფორმაცია თქვენი კომპიუტერის, ტელეფონის, ტაბლეტის ან სხვა მოწყობილობის შესახებ, რომელთაც იყენებთ სერვისებზე წვდომისთვის. გამოყენებული მოწყობილობიდან გამომდინარე, ამ მოწყობილობის მონაცემები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი IP მისამართი (ან პროქსი სერვერი), მოწყობილობისა და აპლიკაციის საიდენტიფიკაციო ნომრები, მდებარეობა, ბრაუზერის ტიპი, აპარატურის მოდელი, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი და/ან მობილური ოპერატორი, ოპერაციული სისტემა და სისტემის კონფიგურაციის ინფორმაცია.

 

  • ადგილმდებარეობის მონაცემები. ჩვენ ვიღებთ მონაცემებს, როგორიცაა ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის მდებარეობის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს ზუსტი ან არაზუსტი. ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის რაოდენობა დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპსა და პარამეტრებზე, რომელსაც იყენებთ სერვისებზე წვდომისთვის. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ GPS და სხვა ტექნოლოგიები გეოლოკაციის მონაცემების მისაღებად, რომელიც გვეუბნება თქვენს ამჟამინდელ ლოკაციას (თქვენი IP მისამართიდან გამომდინარე). თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ინფორმაციის გაცემაზე, ჩვენთვის უარის თქმის გზით, ან თქვენს მოწყობილობაზე თქვენი ლოკაციის პარამეტრის გამორთვით. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ფუნქციის გამორთვის შემდეგ, შესაძლოა ვერ შეძლოთ სერვისების გარკვეული ასპექტების გამოყენება. 

 

 

ჩვენი აპლიკაციის საშუალებით მიღებული ინფორმაცია

 

მოკლედ: როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს აპლიკაციას, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თქვენს გეოლოკაციასთან, მობილურ მოწყობილობასთან და push-შეტყობინებებთან დაკავშირებით. 

 

თუ თქვენ იყენებთ ჩვენს აპლიკაციას, ჩვენ ასევე ვიღებთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ. ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ წვდომა ან ნებართვა თქვენს მდებარეობაზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე თქვენი მობილური მოწყობილობიდან, მუდმივად ან აპლიკაციის გამოყენების მომენტში, რათა მოგაწოდოთ მდებარეობაზე დაფუძნებული გარკვეული სერვისები. თუ გსურთ შეცვალოთ ჩვენი წვდომა ან ნებართვები, ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში.

 

  • წვდომა მობილურ მოწყობილობაზე. ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი მობილური მოწყობილობიდან გარკვეულ ფუნქციებზე წვდომა ან ნებართვა, მათ შორის თქვენი მობილური მოწყობილობის კამერაზე, მიკროფონზე, „რიმაინდერებზე“, სენსორებზე, სოციალური მედიის ანგარიშებზე, კალენდარზე და სხვა ფუნქციებზე. თუ გსურთ შეცვალოთ ჩვენი წვდომა ან ნებართვები, ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში.

 

  • მობილური მოწყობილობის მონაცემები. ჩვენ ავტომატურად ვიღებთ მოწყობილობის ინფორმაციას (როგორიცაა თქვენი მობილური მოწყობილობის ID, მოდელი და მწარმოებელი), ოპერაციული სისტემა, ვერსიის ინფორმაცია და სისტემის კონფიგურაციის ინფორმაცია, მოწყობილობისა და აპლიკაციის საიდენტიფიკაციო ნომრები, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, აპარატურის მოდელი, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი და/ან მობილური ოპერატორი და IP მისამართი (ან პროქსი სერვერი). თუ თქვენ იყენებთ ჩვენს აპლიკაციას, ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენს მობილურ მოწყობილობასთან დაკავშირებული სატელეფონო ქსელის, თქვენი მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ან პლატფორმის, თქვენს მიერ გამოყენებული მობილური მოწყობილობის ტიპის, თქვენი მობილური მოწყობილობის უნიკალური ID და ინფორმაცია ჩვენი აპლიკაციის ფუნქციების შესახებ, რომელშიც თქვენ შეხვედით. 

 

  • Push შეტყობინებები. ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ ნებართვა, რათა გამოგიგზავნოთ push-შეტყობინებები თქვენს ანგარიშთან ან აპლიკაციის გარკვეულ მახასიათებლებთან დაკავშირებით. თუ გსურთ უარი თქვათ ამ ტიპის კომუნიკაციაზე, შეგიძლიათ გამორთოთ ის თქვენი მოწყობილობის პარამეტრებში.

ეს ინფორმაცია პირველ რიგში საჭიროა ჩვენი აპლიკაციის უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, პრობლემების აღმოსაფხვრელად და ჩვენი შიდა ანალიტიკისა და მოხსენების მიზნებისთვის.

 

  1. რა მიზნების შესასრულებლად ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას?

 

მოკლედ: ჩვენ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენთან ხელშეკრულების შესრულების, ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების და/ან თქვენი თანხმობის შესაბამისად.

 

ჩვენ ვიყენებთ ჩვენი სერვისების მეშვეობით შეგროვებულ პირად ინფორმაციას ქვემოთ აღწერილი სხვადასხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად ინფორმაციას ამ მიზნებისათვის, ჩვენი ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით, რათა დავდოთ ხელშეკრულება ან შევასრულოთ მისი პირობები თქვენთან, თქვენი თანხმობით და/ან ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ:

  • ანგარიშის შექმნისა და სისტემაში ავტორიზაციის პროცესის გასაადვილებლად. თუ თქვენ აირჩევთ თქვენი ანგარიშის ჩვენთან დაკავშირებას მესამე მხარის ანგარიშიდან (მაგალითად, თქვენს Google ან Facebook ანგარიშებიდან), ჩვენ გამოვიყენებთ იმ ინფორმაციას, რომლის მიღების უფლებაც მოგვეცით ამ მესამე მხარისგან, რათა ხელი შევუწყოთ ანგარიშის შექმნისა და ავტორიზაციის პროცესს კონტრაქტის შესრულების მიზნით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მოცემული სექცია სათაურით ‘’როგორ ვამუშავებთ თქვენს სოციალურ ქსელებში ავტორიზაციის მონაცემებს? “

 

  • შეფასებების გამოსაქვეყნებლად.ჩვენ ვაქვეყნებთ ჩვენი სერვისების შეფასებებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიმოხილვის გამოქვეყნებამდე, ჩვენ მივიღებთ თქვენს თანხმობას თქვენი სახელისა და მიმოხილვის შინაარსის გამოყენებაზე. თუ გსურთ თქვენი მიმოხილვის განახლება ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info@kutaisi.travel-ზე და აუცილებლად მიუთითოთ თქვენი სახელი, განხილვის მდებარეობა და საკონტაქტო ინფორმაცია. 
  • უკუკავშირის მოსათხოვად. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენი სერვისების გამოყენებაზე უკუკავშირის გამოსათხოვად.
  • მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლებს შორის საკომუნიკაციოდ, თითოეული მათგანის თანხმობის შემთხვევაში.
  • მომხმარებლების ანგარიშების სამართავად. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ანგარიშის სამართავად და სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად.
  • ადმინისტრაციული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, იმისთვის რომ გამოგიგზავნოთ განახლებული ინფორმაცია ჩვენი პროდუქტების, მომსახურების და ახალი ფუნქციების და/ან ჩვენს პირობებში და პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ.
  • ჩვენი სერვისების დასაცავად. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენი სერვისების უსაფრთხოების და დაცულობის უზრუნველსაყოფად (მაგალითად თაღლითობის მონიტორინგი და პრევენცია).
  • ჩვენი პირობების და პოლიტიკის გასატარებლად, იმისთვის რომ ვიყოთ შესაბამისობაში საკანონმდებლო და რეგულატორულ მოთხოვნებთან, ჩვენს კონტრაქტებთან.
  • კანონის მოთხოვნებზე რეაგირება და ზიანის თავიდან არიდება. სასამართლო უწყების ან სხვა ლეგალური მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მონაცემების ინსპექტირება, რომ განვსაზღვროთ, როგორ ვუპასუხოთ მას.
  • კონკურსების და გათამაშებების ადმინისტრირებისთვის. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გათამაშებების და შეჯიბრებების ადმინისტრირებისთვის, თუ თქვენ მიიღებთ მასში მონაწილეობას.
  • მომსახურებების მიწოდების პროცესში გამოსაყენებლად. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მოთხოვნილი მომსახურების მიწოდების პროცესში.
  • თქვენს შეკითხვებსა და შემოთავაზებებზე პასუხის გასაცემად. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმისთვის, რომ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს და მოვაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შესაძლოა წარმოგეშვეთ ჩვენი სერვისების გამოყენებისას.
  • მარკეტინგული და მასტიმულირებელი ინფორმაციის მომხმარებლებთან მისაწოდებლად. ჩვენ ან ჩვენმა პარტნიორებმა შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენი მარკეტინგული მიზნებისთვის, თუ ის თანხვედრაშია თქვენს არჩევანთან. მაგალითად, როდესაც გამოთქვამთ ინტერესს ჩვენი და ჩვენი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღების შესახებ. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი მარკეტინგული მასალის მიღებაზე.
  • მიზნობრივი რეკლამის განსახორციელებლად. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია პერსონიფიცირებული სარეკლამო მასალის შესაქმნელად (და ამავე მიზნით ვიმუშაოთ მესამე პირებთან), რომელიც მორგებული იქნება თქვენს ინტერესებსა და/ან ადგილმდებარეობას. ამასთან, გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია აღნიშნული აქტივობის ეფექტურობის გასაზომად.

 

 

  1. იქნება თუ არა თქვენი ინფორმაცია გაზიარებული სხვებთან?

მოკლედ: ჩვენ გავცემთ ინფორმაციას მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, რომ უზრუნველგყოთ სერვისებით, დავიცვათ თქვენი უფლებები, ან შევასრულოთ ბიზნეს ვალდებულებები.

 

ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ ან გავცეთ თქვენი მონაცემები, რომლებიც მოპოვებულია შემდეგი კანონიერი გზით:

 

  • თანხმობა - ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები თქვენი სპეციალური თანხმობის შემთხვევაში, რომ გამოყენებულ იქნეს თქვენი პირადი ინფორმაცია კონკრეტული მიზნებისთვის.
  • ლეგიტიმური ინტერესები - ორგანიზაციის ინტერესების მისაღწევად არსებული გონივრული საჭიროებებიდან გამომდინარე.
  • საქმიანი ტრანსფერები - ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მოლაპარაკებების, ორგანიზაციების შერწყმისა და გაერთიანებების პროცესში.
  • კონტრაქტის შესადგენად - კონტრაქტის შესადგენად საჭირო პირადი მონაცემები.
  • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები - შესაძლოა გავცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია თუ კანონის ძალით იქნა ის გამოთხოვილი, შესაბამისი კანონმდებლობის, სახელმწიფო მოთხოვნის, სასამართლო პროცედურების, სასამართლო ბრძანებულების ან სასამართლო გამოძახების საფუძველზე.
  • მნიშვნელოვანი ინტერესები - ჩვენ შესაძლოა გავცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია იმ შემთხვევაში, როდესაც ვთვლით რომ ეს არის საჭირო ჩვენი პოლიტიკის დარღვევის შემთხვევის გამოძიებისთვის, მსგავსი შემთხვევის პრევენციისთვის, საეჭვო თაღლითობის, სიტუაციები, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების უსაფრთხოებისთვის და არალეგალური საქმიამონისთვის, ან როგორც დავის დროს მტკიცებულების სახით წარსადგენად. უფრო კონკრეტულად ეს სიტუაციებია“
  • Google Maps-ის პლატფორმის API. - ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია Google Maps-ის პლატფორმის შემდეგ API-ს: Google Maps API, Place API, etc. კომპანია Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა იხილეთ ბმულზე: თქვენს მოწყობილობაში (Cache) ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენი ადგილსამყოფელის შესახევ ერთი თვის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს, ჩვენთან დაკონტაქტების გზით.
  • კონტრაქტორები, კონსულტანტები და მესამხე მხარის სხვა წარმომადგენლები - ჩვენ შესაძლოა გავცეთ თქვენი მონაცემები მესამე მხარის წარმომადგენლებზე, მომსახურების მომწოდებლებზე, კონტრაქტორებსა და აგენტებზე, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას ჩვენი შეკვეთით და საჭიროებენ ინფორმაციაზე წვდომას სამუშაოს შესასრულებლად. აღნიშნული მესამე მხარის წარმომადგენლებს ჩვენ შესაძლოა დავრთოთ ნება იქონიონ წვდომა ჩვენი სერვისების მონიტორინგის ტექნიკებზე, რაც მოახდებს მათ ინფორმირებას თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონაცემების ანალიზისთვის, კონკრეტული კონტენტის, გვერდების ან ფუნქციების პოპულარობის განსასაზღვრად და ონლაინ აქტივობების უკეთ გასაგებად. აღნიშნულ შეტყობინებაში აღწერილის გარდა სხვა შემთხვევებში ჩვენ არ გავცემთ და ვუზიარებთ მესამე მხარეებს თქვენს მონაცემებს. მონაცემების დამუშავების მიზნით ჩვენ მესამე მხარესთან ვაფორმებთ ხელშეკრულებებს, რომლებიც შემუშავებულია თქვენი პერსონალური ინფორმაციის მაქსიმალურად დასაცავად. ეს ნიშნავს, რომ მათ (მესამე მხარეს) არ აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან ჩვენს შესაბამის მითითებამდე. ასევე, ისინი არ არიან უფლებამოსილნი თქვენი ინფორმაცია რომელიმე სხვა მხარეს გაუზიარონ, რადგან აქვთ შესაბამისი პირობა გაცხადებული ხელშეკრულების გზით.
  • საქმიანი პარტნიორები - ჩვენ შესაძლოა გავცეთ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენს საქმიან პარტნიორებზე, რომ შევთვაზოთ კონკრეტული პროდუქტი, მომსახურება ან რეკლამა.
  • შეთავაზებების კედელი - ჩვენს აპლიკაციასა და ვებ-გვერდზე შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს მესამე პირის სარეკლამო შეთავაზება. მაგალითად ვირტუალური ვალუტა, საჩუქრები ან სხვა შინაარსის რეკლამა, რომლებიც შეთავაზებული იქნება მას შემდეგ რაც მომხმარებელი დაეთანხმება და მიჰყვება სარეკლამო შეთავაზებას, რაც დამოკიდებული იქნება თქვენს ადგილმდებარეობაზე ან დემოგრაფიულ მონაცემებზე. მას შემდეგ რაც შეთავაზებაზე დადგებით, ის გადაგიყვანთ გარე ვებ-გვერდზე, რომელიც იქნება მესამე პირის კუთვნილებაში. უნიკალური იდენტიფიკატორი, როგორიც არის თქვენი ID, იქნება გაზიარებული აღნიშნული მესამე მხარისთვის, თაღლითობის თავიდან ასარიდებლად. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ მესამე მხარის ვებ-გვერდებს და არ ვიღებთ მათზე განთავსებულ კონტენტზე პასუხისმგებლობას. ამასთან, სარეკლამო შეთავაზების ჩვენს მომსახურებებში ასახვა არ ნიშნავს ჩვენს მიერ მათ სრულ მხარდაჭერას. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას აღნიშნულ ვებ-გვერდების უსაფრთხოებაზე და ვერ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი სახის ზიანზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მათი გამოყენებით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ როდესაც შედიხართ მესამე პირის ნებისმიერ ვებ-გვერდზე, თქვენი უფლებები განსაზღვრულია ამ კონკრეტული ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

 

  1. ვისთან იქნება თქვენი ინფორმაცია გაზიარებული?

 

მოკლედ: ჩვენ ინფორმაციას გავცემთ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მესამე მხარეებზე:

თქვენს მონაცემებს ვუმჟღავნებთ მხოლოდ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მესამე მხარეებს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გამოვიყენეთ თქვენი მონაცემები თქვენი თანხმობის საფუძველზე და გაქვთ სურვილი, რომ აღნიშნული თანხმობა გააუქმოთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდით მე-14 პუნქტში მითითებული საკონტაქტო მონაცემების საშუალებით.

 

  • სარეკლამო ქსელები
  • აფილირებული მარკეტინგული პროგრამები
  • სოციალური ქსელები
  • ვებ-გვერდის ჰოსტინგის უზრუნველმყოფ კომპანიაზე
  • მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციის და ავთენტურობის დამადასტურებელი მომსახურების მომწოდებლებზე.

 

  1. ვიყენებთ თუ არა მზა ჩანაწერებს (Cookies) და მონიტორინგის სხვა ტექნოლოგიებს?
    მოკლედ: ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მზა ჩანაწერები (Cookies) და მონიტორინგის სხვა ტექნოლოგიები.
    ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მზა ჩანაწერები (Cookies) და მონიტორინგის სხვა ტექნოლოგიები (როგორიც არის მაგალითად „Web beacons, pixels“ ტექნოლოგიები), რათა მოგვეცეს ინფორმაციაზე წვდომის და შენახვის საშუალება. კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ვიყენებთ აღნიშნულ ტექნოლოგიებს და როგორ შეგიძლიათ თქვენ უარი თქვათ მათზე, განსაზღვრულია სექციაში შეტყობინება მზა ჩანაწერების (Cookies) გამოყენების შესახებ“.

 

  1. როგორ ვამუშავებთ თქვენი ავტორიზაციის მონაცემებს სოციალურ ქსელებში?

მოკლედ: თუ აირჩევთ რომ რეგისტრაცია გაიაროთ ან შეხვიდეთ ჩვენს აპლიკაციაში თქვენი სოციალური მედიის ანგარიშიდან, თქვენს შესახებ გარკვეულ ინფორმაციაზე შესაძლოა მოგვეცეს წვდომა.

 

ჩვენი სერვისები საშუალებას გაძლევთ დარეგისტრირდეთ და შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი სოციალური მედიის (Facebook) ანგარიშიდან. ამ ფუნქციის არჩევის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი სოციალური მედიის ანგარიშიდან, რაც შესაძლოა იყოს თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მეგობრების სია, პროფილის ფოტო და სხვა ინფორმაციები, რომლებსაც თქვენ საჯაროდ უთითებთ აღნიშნულ სოციალურ მედია პლატფორმაზე რეგისტრაციისას.

 

ჩვენ გამოვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც მივიღებთ მხოლოდ იმ მიზნებისთვის რაც აღწერილი გვაქვს აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან რასაც.... გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვართ პასუხისმგებლები თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენების შემთხვევებზე თქვენი სოციალური მედიის უზრუნველმყოფი პლატფორმების მხრიდან. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას გადახედოთ, რათა გაიგოთ როგორ კრებენ, იყენებენ და გასცემენ თქვენს მირად ინფორმაციას და როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ კონფიდენციალურობის პირობები მათ ვებ-გვერდებსა და აპლიკაციებში.

 

  1. რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

მოკლედ: ინფორმაცია ინახება იმ ვადით, რაც საჭიროა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნების მისაღწევად, თუ კანონით არ იქნა მოთხოვნილი განსხვავებული მიდგომა.

 

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ ვადით, რაც საჭიროა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ ვადის გაგრძელება მოთხოვნილი ან დაშვებული იქნა კანონით. მაქსიმალური პერიოდი არის 10 თვე მომხმარებლის ანგარიშის გაუქმების შემდეგ.

 

როდესაც ჩვენ აღარ გვაქვს მიმდინარე ლეგიტიმური საჭიროება იმისა რომ ვფლობდეთ თქვენს პირად ინფორმაციას, ვშლით ან ვანიჭებთ ანონიმურობას, თუ ეს შეუძლებელია ჩვენ უსაფრთხოდ შევინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და იზოლირებულად, გამოუყენებლად შევინახავთ ვიდრე წაშლა შესაძლებელი იქნება. 

  1. როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას?

მოკლედ: ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების საშუალებებით.

 

ჩვენს გავატარეთ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას იცავს. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული მექანიზმებისა და მცდელობებისა, ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის ელექტრონული გადაცემის არცერთი ფორმა და ინფორმაციის შენახვის არცერთი ტექნოლოგია არ არის გარანტირებულად უსაფრთხო, ამიტომ ჩვენ ვერ გპირდებით რომ ჰაკერული, კიბერ-კრიმინალურები ან არაავტორიზებული მესამე პირები ვერ შეძლებენ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ხელყოფას, ინფორმაციის მოპოვებას, შეცვლას და მოპარვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მისი გავრცელების რისკზე პასუხისმგებელი არის პირი, რომელიც ამ ინფორმაციის ჩვენ გვიზიარებს.

 

 

  1. რა უფლებები გაქვთ კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებზე?

მოკლედ: გარკვეულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, როგორიც არის „ევროპის ეკონომიკური ზონა“ (EEA) და გაერთიანებული სამეფო, აქვთ განსხვავებული წვდომის და კონტროლის საშუალება თავიანთ პერსონალურ ინფორმაციაზე. მათ შეუძლიათ შეამოწმონ, შეცვალონ ან წაშალონ თავიანთი ანგარიში ნებისმიერ დროს.

 

„ევროპის ეკონომიკურ ზონაში“ და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გარკვეული უფლებები მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ეს მოიცავს უფლებას, რომ (1) მოითხოვოს წვდომა და მიიღოს თავისი პერსონალური ინფორმაციის ასლი, (2) მოითხოვოს ინფორმაციის შესწორება ან წაშლა, (3) შეზღუდოს საკუთარი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება, (4) შესაძლებლობის შემთხვევაში, მონაცემების პორტირება. გარკვეულ გარემოებებში შესაძლებელია პერსონალური ინფორმაციის გამოყენების უარყოფაც. ასეთი მოთხოვნის გასაკეთებლად, გთხოვთ, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ გავითვალისწინებთ და ვიმოქმედებთ თქვენი მოთხოვნისა და მონაცემების დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვმოქმედებთ მონაცემების გაცემაზე თქვენი თანხმობის საფუძველზე, გაქვთ უფლება, თანხმობა ნებისმიერ დროს გააუქმოთ. თუმცა, მხედველობაში იქონიეთ, რომ გაუქმებამდე ჩვენს მიერ მონაცემების გამოყენებაზე კანონიერების ფარგლებში.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბრძანდებით „ევროპის ეკონომიკური ზონის“ (EEA) ან გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი და ფიქრობთ, რომ ჩვენ არაკანონიერად ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, თქვენ ასევე გაქვთ უფლება საჩივრით მიმართოთ ადგილობრივ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს. მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://ec.europa.eu/justice/data-protection/bodies/authorities/index_en.htm.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბრძანდებით შვეიცარიის კონფედერაციის რეზიდენტი, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ აქ: https://www.edoeb.admin.ch/edoeb/en/home.html.

 

კონფიდენციალურობის უფლებებთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: info@kutaisi.travel.

 

ანგარიშის შესახებ ინფორმაცია

ნებისმიერ დროს, თუ თქვენ გექნებათ სურვილი გადახედოთ ან შეცვალოთ ინფორმაცია თქვენს ანგარიშში, ან გააუქმოთ ის, შეგიძლიათ მოგვწეროთ ამის შესახებ, ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე.

 

ანგარიშის გაუქმების შესახებ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ დეეაქტივაციას ან წავშლით მას და ინფორმაციას ამოვიღებთ ჩვენი მიმდინარე მონაცემთა ბაზიდან. ჩვენ შესაძლოა გარკვეული ინფორმაცია შევინახოთ ჩვენს ფაილებში თაღლითობის პრევენციის, ხარვეზების აღმოჩენის, ნებისმიერი გამოძიების მხარდაჭერის მიზნით ან შესაბამისი კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

მზა ჩანაწერები (Cookies) და მსგავსი ტექნოლოგიები

ვებ-ბრაუზერების უმეტესობის საბაზისო პარამეტრებში მზა ჩანაწერების (Cookies)

მიღება დაშვებულია. სურვილის შემთხვევაში, როგორც წესი შესაძლებელია მზა ჩანაწერების წაშლა და მათზე უარის თქმა. მზა ჩანაწერების წაშლამ და მათზე უარის თქმამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენი სერვისების გარკვეულ მახასიათებლებსა და შეთავაზებებზე.

 

  1. მონიტორინგის შეზღუდვის ფუნქციის კონტროლი

ვებ-ბრაუზერების უმეტესობას და ზოგიერთ მობილურ ოპერაციულ სისტემასა და მობილურ აპლიკაციას აქვს მონიტორინგის შეზღუდვის (Do-Not-Track / "DNT") ფუნქცია ან პარამეტრი, რომელიც შეგიძლიათ გაააქტიუროთ იმისთვის რომ დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი და არ მოხდეს ონლაინ ინფორმაციის ჩატვირთვების მონიტორინგი და შენახვა. ამ ეტაპზე არ არსებობს საერთო ტექნოლოგიური სტანდარტი DNT სიგნალების ცნობის და ამოქმედებისთვის. მიმდინარე მომენტისთვის, ჩვენ არ ვრეაგირებთ ბრაუზერის DNT სიგნალებზე ან სხვა მექანიზმებზე, რომლებიც ავტომატურად ააქტიურებს თქვენს მიერ მონიტორინგის შეზღუდვას. იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ მონიტორინგის სტანდარტი მომავალში იქნება მიღებული, რომლის დაცვაც გახდება სავალდებულო, ჩვენ შეგატყობინებთ ამის შესახებ განახლებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის საშუალებით.

 

  1. აქვთ თუ არა კალიფორნიის რეზიდენტებს კონფიდენციალურობის სპეციფიკური უფლებები?

დიახ, თუ თქვენ ხართ კალიფორნიის მაცხოვრებელი, გეძლევათ კონკრეტული უფლებები პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით. კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1798.83, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კანონი "Shine The Light", საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს, მოითხოვონ და მიიღონ, წელიწადში ერთხელ და უფასოდ, ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის კატეგორიების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ თქვენ ხართ კალიფორნიის მაცხოვრებელი და გსურთ ასეთი მოთხოვნის გაკეთება, გთხოვთ, წერილობით გამოგვიგზავნოთ თქვენი მოთხოვნა.  თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, ცხოვრობთ კალიფორნიაში და გაქვთ რეგისტრირებული ანგარიში, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ არასასურველი მონაცემების ამოღება, რომელსაც საჯაროდ ვაქვეყნებთ სერვისებში. ასეთი მონაცემების წაშლის მოთხოვნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და მიუთითოთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტის მისამართი და განცხადება, რომ თქვენ ცხოვრობთ კალიფორნიაში. ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მონაცემები საჯაროდ არ არის ნაჩვენები სერვისებზე, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემები შეიძლება არ იყოს მთლიანად ამოღებული  ყველა სისტემიდან.

 

CCPA კონფიდენციალურობის შეტყობინება

კალიფორნიის რეგულაციების კოდექსი განსაზღვრავს "რეზიდენტს" როგორც:

(1) ყველა ინდივიდი, ვინც იმყოფება კალიფორნიის შტატში, გარდა დროებითი ან სხვა მიზნისა და

(2) ყველა ინდივიდი, ვინც ცხოვრობს კალიფორნიის შტატში, რომელიც იმყოფება კალიფორნიის შტატის გარეთ დროებითი ან სხვა მიზნით

ყველა სხვა პირი განისაზღვრება, როგორც „არარეზიდენტი“.

 თუ "რეზიდენტის" ეს განმარტება გეხებათ თქვენ, ჩვენ უნდა დავიცვათ გარკვეული უფლებები და მოვალეობები თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

რა კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას ვიღებთ?

ჩვენ ვიღებთ შემდეგი კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას ბოლო თორმეტი (12) თვის განმავლობაში:

 

 

კატეგორია

მაგალითები

ა. იდენტიფიკატორები

საკონტაქტო დეტალები, როგორიცაა ნამდვილი სახელი, მეტსახელი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ან მობილურის საკონტაქტო ნომერი, უნიკალური პერსონალური იდენტიფიკატორი, ონლაინ იდენტიფიკატორი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ანგარიშის სახელი.

ბ. პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებიც ჩამოთვლილია კალიფორნიის მომხმარებელთა ჩანაწერების დებულებაში

სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, დასაქმება, დასაქმების ისტორია და ფინანსური ინფორმაცია

გ.  კლასიფიკაციის მახასიათებლები კალიფორნიის ან ფედერალური კანონის მიხედვით

სქესი და დაბადების თარიღი

დ. კომერციული ინფორმაცია

ტრანზაქციის ინფორმაცია, შესყიდვების ისტორია, ფინანსური დეტალები და გადახდის ინფორმაცია

ე. ბიომეტრიული ინფორმაცია

თითის ანაბეჭდები და ხმის ანაბეჭდები

ვ. ინტერნეტი ან სხვა მსგავსი ქსელის აქტივობა

ძიების ისტორია, ონლაინ ქცევა, ურთიერთქმედება ჩვენს და სხვა ვებსაიტებთან, აპლიკაციებთან, სისტემებთან და რეკლამებთან

ზ. გეოლოკაციის მონაცემები

მოწყობილობის ადგილმდებარეობა

თ. აუდიო, ელექტრონული, ვიზუალური, თერმული, ყნოსვითი ან მსგავსი ინფორმაცია

ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილი სურათები და აუდიო, ვიდეო ან ზარის ჩანაწერები

ი. პროფესიული ან დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

საქმიანი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება, სამუშაოს დასახელება, ასევე სამუშაო ისტორია და პროფესიული კვალიფიკაცია

კ. ინფორმაცია განათლების შესახებ

სტუდენტების ჩანაწერები

ლ. დასკვნები, რომლებიც გამოტანილია სხვა პირადი ინფორმაციის საფუძველზე

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციისგან მიღებული დასკვნები პროფილის ან შეჯამების შესაქმნელად, მაგალითად, ინდივიდის პრეფერენციებისა და მახასიათებლების შესახებ

 

შეიძლება შევკრიბოთ სხვა პერსონალური ინფორმაცია პირადად, ონლაინ, ტელეფონით ან ფოსტით:

  • დახმარების მიღება მომხმარებელთა მხარდაჭერის არხებით;
  • მომხმარებელთა გამოკითხვებში ან კონკურსებში მონაწილეობა;

როგორ ვიყენებთ და ვიზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას?

DMO Imereti იღებს და აზიარებს თქვენს პირად ინფორმაციას:

  • სამიზნე მზა ჩანაწერები (Cookies) /მარკეტინგის მზა ჩანაწერები (Cookies)
  • სოციალური მედიის მზა ჩანაწერები (Cookies)
  • პიქსელები/თეგები

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით info@kutaisi.travel, ან ამ დოკუმენტის ბოლოში მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით.

გავუზიარებთ თუ არა თქვენს ინფორმაციას ვინმეს?

ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჩვენს სერვის პროვაიდერებთან, ჩვენსა და თითოეულ სერვისის პროვაიდერს შორის დადებული წერილობითი კონტრაქტის შესაბამისად. თითოეული სერვისის პროვაიდერი ამუშავებს ინფორმაციას ჩვენი სახელით.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაცია, საკუთარი ბიზნეს მიზნებისთვის, როგორიცაა შიდა კვლევის ჩასატარებლად ტექნოლოგიური განვითარებისა და დემონსტრირების მიზნით. ეს არ ითვლება პერსონალური მონაცემების „გაყიდვად“.

წინა თორმეტი (12) თვის განმავლობაში DMO Imereti-მ გააცნო პერსონალური ინფორმაციის შემდეგი კატეგორიები მესამე პირებს საქმიანი ან კომერციული მიზნით:

  • კატეგორია B. პერსონალური ინფორმაცია, როგორც ეს განსაზღვრულია კალიფორნიის მომხმარებელთა ჩანაწერების შესახებ კანონში, როგორიცაა თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, დასაქმება, დასაქმების ისტორია და ფინანსური ინფორმაცია.
  • კატეგორია I. პროფესიონალური ან დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა საქმიანი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება, სამუშაოს დასახელება, ასევე სამუშაო ისტორია და პროფესიული კვალიფიკაცია.
  • კატეგორიის J. განათლების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა სტუდენტების ჩანაწერები და დირექტორიის შესახებ ინფორმაცია.
  • კატეგორია K. დასკვნები, რომლებიც გამოტანილია ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციისგან, რათა შეიქმნას პროფილი ან რეზიუმე, მაგალითად, ინდივიდის პრეფერენციებისა და მახასიათებლების შესახებ.

მესამე მხარის კატეგორიები, რომლებსაც ჩვენ გავუმჟღავნეთ პერსონალური ინფორმაციას საქმიანი ან კომერციული მიზნებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ სექციაში „ვის გაუზიარებთ თქვენს ინფორმაციას?“.

DMO Imereti-ს არ გაუყიდია პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებზე საქმიანი ან კომერციული მიზნით წინა თორმეტი (12) თვის განმავლობაში. DMO Imereti მომავალში არ გაყიდის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც ეკუთვნის ვებგვერდის ვიზიტორებს, მომხმარებლებს და სხვა მომხმარებლებს.

 

თქვენი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში

მონაცემთა წაშლის მოთხოვნის უფლება

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლა. თუ გვთხოვთ თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლას, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მოთხოვნას და წავშლით თქვენს პირად ინფორმაციას, კანონით გათვალისწინებული გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით, როგორიცაა, სხვა მომხმარებლის მიერ სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენება. ჩვენი შესაბამისობის მოთხოვნები, რომლებიც გამოწვეულია სამართლებრივი ვალდებულებით, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს უკანონო ქმედებებისგან დასაცავად.

 

უფლება, იმისა რომ  იყოთ  ინფორმირებული - თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ:

  • ვიღებთ და ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას;

 

  • პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებსაც ვიღებთ;

 

  • მიზნები, რისთვისაც გამოიყენება შეკრებილი პერსონალური ინფორმაცია;

 

  • ვყიდით თუ არა თქვენს პირად ინფორმაციას;

 

  • პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები, რომლებიც ჩვენ გავყიდეთ ან გავამჟღავნეთ;

 

  • მესამე მხარის კატეგორიები, რომლებსაც პერსონალური ინფორმაცია მიჰყიდეს ან გამჟღავნდა;

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ვალდებული მივაწოდოთ ან წავშალოთ მომხმარებლის ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულია მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ, ან ხელახლა დავადგინოთ ინდივიდუალური მონაცემები მომხმარებლის მოთხოვნის გადასამოწმებლად.

გადამოწმების პროცესი

 თქვენი მოთხოვნის მიღებისთანავე, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ თქვენი ვინაობა, რათა განვსაზღვროთ, რომ თქვენ ხართ იგივე ადამიანი, რომლის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია ჩვენს სისტემაში. ეს გადამოწმება  მოითხოვს, რომ მოგთხოვოთ ინფორმაციის მოწოდება, რათა ჩვენ შევძლოთ ის შევადაროთ თქვენს მიერ ადრე მოწოდებულ ინფორმაციას. მაგალითად, თქვენი მოთხოვნის სახეობიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შევადაროთ იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე გვაქვს ფაილში, ან შეიძლება დაგიკავშირდეთ კომუნიკაციის საშუელებებით (მაგ. ტელეფონი ან ელ. ფოსტა). ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ გადამოწმების სხვა მეთოდები, როგორც ამას გარემოებები გვიკარნახებს.

 

გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენს მოთხოვნაში მითითებულ პირად ინფორმაციას, თქვენი ვინაობის ან მოთხოვნის განხორციელების უფლებამოსილების დასადასტურებლად. შეძლებისდაგვარად, ჩვენ თავიდან ავიცილებთ თქვენგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას. თუმცა, თუ ვერ გადავამოწმეთ თქვენი ვინაობა, უკვე არსებული ინფორმაციის მიხედვით, შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ვინაობის გადამოწმების და უსაფრთხოების ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.

სხვა კონფიდენციალურობის უფლებები

  • თქვენ შეიძლება გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორება.
  • შეგიძლიათ დანიშნოთ ავტორიზებული აგენტი თქვენი სახელით CCPA-ის ფარგლებში მოთხოვნის განსახორციელებლად. შეიძლება უარი განვაცხადოთ, აგენტის მოთხოვნაზე, რომელიც არ წარადგენს მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ ისინი კანონიერად იყვნენ უფლებამოსილი იმოქმედონ თქვენი სახელით.
  • შეგიძლიათ უარი თქვათ პერსონალური ინფორმაციის სამომავლოდ მესამე მხარეებზე გაყიდვაზე. უარის თქმის მიღებისთანავე, ჩვენ ვიმოქმედებთ რაც შეიძლება მალე, არა უგვიანეს 15 დღისა, მოთხოვნის წარდგენის დღიდან.

ამ უფლებების გამოსაყენებლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით info@kutaisi.travel-ზე.

 

  1. ვაკეთებთ თუ არა განახლებებს აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით?

მოკლედ: დიახ, ჩვენ განვაახლებთ ამ შეტყობინებას საჭიროებისამებრ, რათა დავემორჩილოთ შესაბამის კანონებს.

ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ კონფიდენციალურობის შეტყობინება. განახლებული ვერსია მიეთითება "განახლებული" თარიღით და ეს ვერსია ამოქმედდება, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. თუ ჩვენ შევიტანთ არსებით ცვლილებებს ამ კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებაში, ჩვენ შეიძლება შეგატყობინოთ ასეთი ცვლილებების შესახებ. მოგიწოდებთ, ხშირად გადახედოთ კონფიდენციალურობის ამ შეტყობინებას, რათა მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს ინფორმაციას.

 

  1. როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ შეტყობინების შესახებ?

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ან კომენტარები ამ შეტყობინების შესახებ, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე info@kutaisi.travel ან ფოსტით შემდეგ მისამართზე:

ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ (DMO იმერეთი).

ქუთაისი, 4600, რუსთაველის #9ა

ქუთაისი, იმერეთი 4600

საქართველო

 

  1. როგორ შეგიძლიათ გადახედოთ, განაახლოთ ან წაშალოთ ის მონაცემები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან?

თქვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოითხოვოთ წვდომა იმ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შეცვალოთ ეს ინფორმაცია ან წაშალოთ  ზოგიერთ შემთხვევაში. პერსონალური ინფორმაციის განხილვის, განახლების ან წაშლის მოთხოვნით, გთხოვთ, გააგზავნოთ მოთხოვნის ფორმა აქ დაწკაპუნებით.