სიტყვასიტყვით თუ ვთარგმნით ხაჭაპური ნიშნავს ,,ქართულ ყველიან პურს“, მაგრამ საქართველოში ხაჭაპური უფრო მეტია ვიდრე ყველიანი პური. მის გარეშე წარმოუდგენელია ქართული სუფრა, განსაკუთრებით იმერეთში. საქართველოს ყველა კუთხეში ხაჭაპური თავისებურად ცხვება, თუმცა, დღემდე მის კლასიკურ ნიმუშად რჩება იმერული ხაჭაპური, რომელიც მზადდება საფუარიანი ცომითა და უმარილო იმერული ყველით. ნამდვილი იმერული ხაჭაპური კეცზე, შუაცეცხლზე იწვება, თუმცა აირღუმელში მომზადებულიც არ კარგავს თავის უნიკალურ, საგემოვნო თვისებებს.