გიდობა ჩემთვის პროფესიაა, პროფესია, რომელიც ყოველთვის მიზიდავდა. სასიამოვნოა იყო შენი ქვეყნის ელჩი და გააცნო ქვეყნისა და ქალაქის კულტურულ-ისტორიული ღირებულებები ვიზიტორს. ამაღელვებელია თითოეული ტურისგან მიღებული შთაბეჭდილებები, ემოციები, რომლებიც ენერგიას გაძლევს. თითქმის წელიწადია ამ საქმეს ვემსახურები და უმნიშვნელოვანესი გახდა ჩემთვის. ტურისტებს ვპირდები უამრავ დადებით ემოციას და საინტერესეო ტურს.