მე ვარ ხვიჩა ვაშაყმაძე, საქართველოს გიდების ასოციაციის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული გიდი. აღნიშნული საქმიანობის გარდა ვმუშაობ ჟურნალისტიკაში და ამასთანავე გატაცებული ვარ მხატვრობით. თუ გსურთ მოინახულოთ მნიშვნელოვანი ადგილები ჩემს ქვეყანაში და თავი იგრძნოთ ადგილობრივ მაცხოვრებლად, გაეცნოთ ქართულ კულტურას და ტრადიციებს, ეწვიოთ ისტორიულ ადგილებს, როგორც მთაში, ისე საქართველოს ქალაქებში, დაათვალიეროთ ქართული არქიტექტურული ძეგლები, გიზიდავთ ეკო ტურიზმი, გიყვართ ექსტრემი, გსურთ ნახოთ ულამაზესი კანიონები და მღვიმეები, გაეცნოთ ქართულ სამზარეულოს და დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული ღვინო, მონაწილეობა მიიღოთ კულინარულ მასტერ-კლასებში, მოუსმინოთ მრავალხმიან სიმღერებს და ნახოთ ცეცხლოვანი ცეკვები, მაშინ თქვენ ჩემი სტუმარი უნდა გახდეთ. სტუმარი კი საქართველოში მნიშვნელოვანი ფიგურაა.