Covid 19

გიდის პროფესიაში მხიბლავს ის, რომ მე ვარ საკუთაური ქვეყნის ელჩი, რომელიც სტუმრებს აცნობს ბუნებას, კულტურას და ტრადიციას. როდესაც გიდის საქმიანობას ვასრულებ, ვხდები სულ სხვა ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია იზრუნოს სტუმრებზე და კომფორტი შეუქმნას მათ. 4 წლის წინ პირველად წავედი მთაში სალაშქროდ და მას შემდეგ ვეწვიე საქართველოს მრავალ რეგიონს. პირველ რიგში ჩემ მომავალ სტუმრებს ვპირდები რომ ვიქნები პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლი, რომელიც უზრუნველყოფს მათ კომფორტს, უსაფრთხოებას და სიამოვნებას. საფეხმავლო ტურები მრავალი საინტერესო აქტივობით შემიძლია დავტვირთო, რაც ლაშქრობას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.

smartphone icon
+995 571 033 430
  • ტურის ტიპები: საფეხმავლო ტურები
  • რეგიონები: იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ხევსურეთი, სამცხე-ჯავახეთი, ვაშლოვანის დაცული ტერიოტერიები და სხვა.
  • ინდივიდუალური სალაშქრო მარშრუტი - "ოქროს ბილიკი" - თავგადასავლებისა და ფეხით სიარულის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია სოფელი ხანი და მდინარე ხანისწყლის ხეობა. ლამაზი ბუნება, მდინარის კანიონი, ჩანჩქერები, შუა საუკუნეების ქვის საწნახელი და ისტორია აქაურობას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. ხანში ლაშქრობის შემდეგ ვეწვევით ვანის მუზეუმს. ხოლო დღის ბოლოს რელაქსაციისთვის თერმულ აბანოებზე წავალთ.