Covid 19

სხვებისთვის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სილამაზეების და კულტურული ღირსებების წარდგენა უმთავრესია, რაც გიდის საქმიანობაში მიზიდავს. უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ვლაშქრობ საქართველოში და ამ ხნის მანძილზე საკმაოდ ბევრი ადგილი ვნახე.  საფეხმავლო გიდის პროფესია არც ისე კარგად ათვისებული სფეროა, ამიტომაც მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ლაშქრობა ექსტრემალური ტურიზმის ნაწილია და ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა, რომ ტურები ხარისხიანი და მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. ძალიან ბევრი საფეხმავლო მარშრუტი გვაქვს საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ დაუმუშავებელია. სწორედ ასეთი ახალი და უცხო სანახაობები მსურს ვაჩვენო ჩემს სტუმრებს.

smartphone icon
+995 593 112 240
mail icon
giviarishvili@gmail.com
  • საფეხმავლო ტურები იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და სხვა რეგიონები.
  • ინდივიდუალური სალაშქრო მარშრუტი - "ოქროს ბილიკი" - თავგადასავლებისა და ფეხით სიარულის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია სოფელი ხანი და მდინარე ხანისწყლის ხეობა. ლამაზი ბუნება, მდინარის კანიონი, ჩანჩქერები, შუა საუკუნეების ქვის საწნახელი და ისტორია აქაურობას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. ხანში ლაშქრობის შემდეგ ვეწვევით ვანის მუზეუმს. ხოლო დღის ბოლოს რელაქსაციისთვის თერმულ აბანოებზე წავალთ.