Covid 19

ბავშვობიდან მიწევდა ბევრი მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რაც სტუდენტობისას ინტერესში გადაიზარდა და შემდგომ პროფესიად გადაიქცა. ვიცნობ როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მთიანეთს. ვიცი რა აქვს საერთო და რითი განსხვავდება ერთი კუთხე მეორისგან. მეამაყება ქართველობა და მიყვარს ჩემს სტუმრებთან ტრაბახი ჩვენი კულტურითა და ისტორიით.  ყოველთვის ვცდილობ სტუმრებს დავანახო საგნები ისე როგორც მე ვხედავ ამასთანავე რეალობასაც ვუსწორებ თვალს და ჩვენთვის რთულს საკითხებზეც ვესაუბრები. ვარ მეღვინეობით დაკავებული პროფესიულად და აქედან გამომდინარე შემიძლია უფრო ადვილად ვამოგზაურო ჩემი ტურისტები საქართველოს ღვინის სამყაროში. მიყვარს ჩემი საქმიანობა რადგან სასიამოვნოა ყოველ ჯერზე ახალი ადამიანებთან შეხვედრა, მოგზაურობა და მათთვის საქართველოს გაცნობა. მჯერა, რომ საქართველოზე შეყვარებული ტურისტი ხდება ჩვენი ქვეყნის მეგობარი და დესპანი თავის გარემოში. ამიტომ ვცდილობ ჩვენს ქვეყანას ბევრი ქომაგი შევძინო. ვთვლი რომ ქართველიათვის ექსკურსიამძღოლობა განსაკუთრებით ზედგამოჭრილი საქმიანობაა რადგანაც სტუმარ-მასპინძლობა ჩვენს ადათ-წესებში დიდ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

smartphone icon
+995 591 231 118
  • კულტურული ტურები
  • კულინარიული და ღვინის ტურები
  • საფეხმავლო და ჯიპ-ტურები