გულაშვანის ტყე-პარკი, ხელოვნურად გაშენებულ 30 სახეობის წიწვოვანი ტყის კორომს წარმოადგენს. ის მდებარეობს სოფელ ხანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ის დაშორებით, მდინარე ხანის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. კორომი გაშენდა 1977 წელს. მკვლევართა მიზანი იყო გამოევლინათ გამძლე სახეობები, რომლებიც იმ პერიოდში გავრცელებულ მცენარეთა დაავადებებს გაუძლებდნენ. შეიკრიბა 33 სახეობის წიწვოვანი მცენარის თესლი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან და გაშენდა 5 ჰა ფართობის ტერიტორიაზე. 33-იდან30-მა სახეობამ გაიხარა და კორომი დღეისთვის საინტერესო ადგილს ქმნის. გულაშვანის ტყე-პარკამდე მანძილი ქუთაისიდან 55 კმ.-ს შეადგენს.
გულაშვანის ტყე-პარკი
მისამართი
ბაღდათი
საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა
სულ 0 შეფასება
დატოვე შეფასება
თქვენ უნდა გქონდეთ ავტორიზირაცია გავლილი რათა შეძლოთ შეფასების დაწერა