ვანის არეოლოგიური მუზეუმი და ნაქალაქარი

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 (0) 32 299 80 22
მისამართი
ვანი, ო. ლორთქიფანიძის #32
სამუშაო საათები
სამშაბათი – კვირა, 10:00 – 18:00

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა. მისი დაარსების ინიციატორი აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე იყო, რომლის სახელსაც ის დღეს ატარებს. მუზეუმი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ ვანის განაპირას არსებულ ბუნებრივ ბორცვზე, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. აქ ანტიკურ ხანაში მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი. მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნას ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ფრაგმენტები. მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანისა და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30-ზე

ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის: ზრდასრული : 13 ლარი

6-18 წლის ბავშვებისთვის : 2 ლარი

0-6 წლის ბავშვებისთვის : უფასო

სტანდარტული ფასი : ზრდასრული – 20 ლარი

სტუდენტი : 10 ლარი

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება