სასტუმრო "ვიტა გარდენი" მდებარეობს კურორტ წყალტუბოში, კურორტის ცენტრალურ პარკისა და სტალინის ყოფილი აგარაკის უშუალო სიახლოვეს, იდეალურ, მყუდრო და მშვიდ გარემო ადგილას. სასტუმროს აქვს ულამაზესი, საქართველოში ერთადერთი უნიკალური ტოპიარული ეზო-პარკი, სადაც შეგიძლიათ ოჯახთან ერთად დაისვენოთ კომფორტულად და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება.