სასტუმრო ტერასა ქუთაისი

26 მაისის მე-2 შეს. N 10
+(995) 431 24 90 23; +(995) 599 39 15 19; +(995) 599 62 42 42
აღწერა:

სასტუმრო "ტერასა ქუთაისი" მდებარეობს წყნარ და სასიამოვნო გარემოში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, 450 მეტრის დაშორებით მთავარი მოედნიდან. სასტუმროში არის 17 ნომერი, აქედან 1 ნომერი, რომელიც, განთავსებულია პირველ სართულზე, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სრული დატვირთვით შეგვიძლია 42 ადამიანის მიღება. სასტუმრო გთავაზობთ დიდ და ნათელ ოთახებს, რომლებიც აღჭურვილია ცენტრალური გათბობით, კონდიციონერით, სმარტ ტელევიზორით, მინი-ბარით. ნომრის ფასში შედის მრავალფეროვანი და გემრიელი საუზმე. ჩვენი სასტუმროს მთავარი ღირსშესანიშნაობაა ღია და დახურული ტერასა, რომლიდანაც იშლება 360 გრადუსიანი ხედი მთელ ქალაქზე.

დამატებით ინფორმაცია
  • 24/7 მისაღები
  • კაფე-ბარი
  • საკონცერტო დარბაზი
  • კარაოკე
  • ღვინის მარანი
  • ღია და დახურული ტერასა
  • აივნიანი ოთახები
  • პარკინგი
  • აეროპორტის ტრანსფერი
  • ბარგის შენახვა
  • ტურები სხვადასხვა ტურისტული ატრაქციების მიმართულებით
  • გაღვიძების სერვისი
  • მიმტანის მომსახურება
  • Wi-Fi

სათაფლიის ნაკრძალი

უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დინოზავრების ნაკვალევი, პრეისტორიული კარსტული მღვიმე და მინის ხიდიდან დაათვალიეროთ იმერეთის პანორამული ხედები.

ბაგრატის ტაძარი

საქართველოს სამი ყველაზე დიდი კათედრალიდან ერთ–ერთი. აგებულია 1003 წელს და მას შემდეგ ბევრჯერ დაზიანდა მტრების შემოსევების გამო. ბოლოს მისი აღდგენა 2012 წელს განხორციელდა.

თეთრი ხიდი

თეთრი ხიდი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. იგი 1850 წელს აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.

კოლხური შადრევანი

ქალაქის შუაგულში მდებარე შადრევანი ლამაზი ფიგურებით არის მორთული. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ, ეს ფიგურები უძველესი არტეფაქტების ასლებია.

დრამატული თეატრი

ქუთაისის თეატრი განსაკუთრებულია ისტორიით და შენობის არქიტექტურით. მდებარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე.