სასტუმრო “პრომეთე” მდებარეობს ქალაქ წყალტუბოს ცენტრში, ბალნეოლოგიურ ზონასთან ახლოს. სასტუმრო ხასიათდება კომფორტული გარემოთი და შესანიშნავი კვებით. სასტუმროს მომსახურების სფეროა ბიზნეს შეხვედრები, ტურიზმი და დასვენება-გაჯანსაღება. გაჯანსაღებისათვის გიწვევთ სასტუმრო „პრომეთე“-ს სარეაბილიტაციო ნაწილში, რომელიც აღჭურვილია უახლესი გერმანული „ფიზიო მედი“-ს ფირმის თანამედროვე აპარატურით. გამაჯანსაღებელი პროცედურების მრავალფეროვნება კომფორტულს გახდის თქვენს დასვენებას ჩვენთან. სარელაქსაციო პროცედურები, ჯანსაღი გზაა ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.