კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩიქოვანების მამულში! თუ გსურთ მოხვდეთ სამოთხეში დედამიწაზე - მთების, ჩანჩქერებისა და კანიონების საოცარ ველურ ბუნებაში, დატკბეთ ულამაზესი მთებისა და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თაღის ცქერით, ან უბრალოდ მოწყდეთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას, მაშინ გელოდებით ჩიქოვანების ძველ მამულში! აქ თქვენ დაგხვდებათ ოთხსართულიანი სასახლე, უზარმაზარი ეზო ასწლოვანი ხეებით, მყუდრო კეთილმოწყობილი ნომრები საუკეთესო ხედებით. უნიკალური ბუნება, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი, დახვეწილი და მდიდარი სამზარეულო, ნატურალური, ჭურის ღვინო, ცნობილი ჭყუნტის არაყი, საუკეთესო მომსახურება - ყველაფერი ერთად ქმნის სასიამოვნო გარემოს დასვენებისათვის. მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება ითევზაოს მთის კალმახზე და ადგილზევე დააგემოვნოს საკუთარი ნანადირევი. 

location icon
სოფელი გორდი, ქუთაისიდან 50კმ
smartphone icon
+995 (0) 599 515 676
mail icon
gordi@chateauchikovani.com
  • დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზი
  • საცურაო აუზი
  • საუნა
  • ბარი, რესტორანი
  • სპორტული მოედნები
  • საბილიარდო
  • საკალმახე