საოჯახო სასტუმრო "ვილა ქუთაისის ცენტრში"

წერეთლის ქუჩა, მე-5 ჩიხი, #21
+(995) 593 39 63 23
აღწერა:

საოჯახო სასტუმრო სახლი მდებარეობს ქუთაისის ერთ–ერთ ცენტრალურ უბანში (ბალახვანში, კოლხური შადრევნიდან 1,6 კმ–ში). სასტუმროს აქვს სხვადასხვა კატეგორიის რვა  ნომერი ყველა საკუთარი სველი წერტილით: ერთსაწოლიანი, ორსაწოლიანი, საოჯახო, აივნიანი და მის გარეშე, ერთიანი ან ცალ–ცალი საწოლით. შეგვიძლია 25 ადამიანის მიღება. სასტუმრო უზრუნველყოფილია  თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით (მათ შორის სპრინტერის ტიპის მიკროავტობუსით. სასტუმროს ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ  უკანა ეზოში არსებული საკუთარი წყაროთი. აქ ფასისა და ხარისხის თანაფარდობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

დამატებით ინფორმაცია
  • Wi-Fi 
  • ტერასა
  • აივანი
  • აეროპორტის ტრანსფერი
  • ბარგის შენახვა
  • პარკინგი

სათაფლიის ნაკრძალი

უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დინოზავრების ნაკვალევი, პრეისტორიული კარსტული მღვიმე და მინის ხიდიდან დაათვალიეროთ იმერეთის პანორამული ხედები.

ბაგრატის ტაძარი

საქართველოს სამი ყველაზე დიდი კათედრალიდან ერთ–ერთი. აგებულია 1003 წელს და მას შემდეგ ბევრჯერ დაზიანდა მტრების შემოსევების გამო. ბოლოს მისი აღდგენა 2012 წელს განხორციელდა.

თეთრი ხიდი

თეთრი ხიდი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. იგი 1850 წელს აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.

კოლხური შადრევანი

ქალაქის შუაგულში მდებარე შადრევანი ლამაზი ფიგურებით არის მორთული. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ, ეს ფიგურები უძველესი არტეფაქტების ასლებია.

დრამატული თეატრი

ქუთაისის თეატრი განსაკუთრებულია ისტორიით და შენობის არქიტექტურით. მდებარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე.