სასტუმრო სახლი“ქორენა“ არის ეკო-პროდუქტებისგან გაკეთებული, შედგება 5 საძინებლისგან და ერთი მოსასვენებელი ოთახისგან. ასევე გვაქვს მეორე საოჯახო სასტუმრო, სადაც ვათავსებთ 8 ადამიანს. სასტუმროები არის კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი (ძირითადად ოთახები არის ორადგილიანი, 2 ნომერი კი - სამადგილიანი). ეზოშივეა იმერული სახლი-მუზეუმი, რომელიც ითვლის 200 წელს, სახლში განთავსებულია უძველესი ქართული ტრადიციული ნივთები, ყველა ნივთს თავისი ისტორიული დატვირთვა აქვს. ამ სახლშივე ვახშმობენ ვიზიტიორები, იმართება ფოლკლორული საღამოები, ქართული სამზარეულოს მასტერკლასები. სადილი, ვახშამი და საუზმე მზადდება სოფლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან, გვაქვს საოჯახო მარანი და ვამზადებთ იმერულ ღვინოებს. ასევე შესაძლებელია სატრანსპორტო და გიდის მომსახურეობა.

location icon
სოფელი გელათი, ქუთაისიდან 8კმ
smartphone icon
+995 (0) 595 501 651

დაინტერესებულ სტუმრებს შეუძლიათ ნახონ:

  • ბაღჩა, სადაც მოგვყავს ყველანაირი ბოსტნეული
  • სიმინდი და ლობიოს ყანა
  • საოჯახო მსხვილფეხა და წვრილფეხა, ფრინვლებს და ცხოველებს
  • ვანახებთ როგორ იწველება ძროხა, და როგორ ამოგვყავს იმერული ყველი

მასტერკლასები  და სადილი

  • მცირე მასტერკლასი - კეცის ჭადი ნეშოს ფოთოლში, კეცის ხაჭაპური (1 საათი)
  • საშუალო მასტერკლასი - კეცის ჭადი, კეცის ხაჭაპური, ლობიო ქოთანში -(იმერულად) ფხალი, მოხარშული ბადრიჯანი ნიგოზში, სოკო ნიგოზში (2საათი)
  • დიდ მასტერკლასში ემატება წიწილა ახალ ტყემალში, წიწილა ბაჟეში (დაახლოებით სამი საათი ჭირდება)
  • ღვინის დეგუსტაცია ხდება მასტერკლასთან ერთად