ქუთაისის თანამედროვე არქიტექტურა საქართველოს პარლამენტი 6 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა არქიტექტორების ალბერტო დომინგოსა და კარლოს ნაზაროს მიერ აგებულ ფუტურისტულ შენობაში. ეს შენობა 21-ე საუკუნის კრეატიული არქიტექტურის პირველი პრეცენდენტია ქუთაისში. ორიგინალური ფორმები და უჩვეულო წყობა კოსმოსური ხომალდის ასოციაციას ქმნის. მწერალმა დათო ტურაშვილმა ის ეკზიუპერის სპილოს ჩანახატს მიამსგავსა “პატარა უფლისწულიდან”. ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტის ყოფილი შენობა არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ობიექტი ქუთაისის სტუმართათვის.

სათაფლიის ნაკრძალი

უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დინოზავრების ნაკვალევი, პრეისტორიული კარსტული მღვიმე და მინის ხიდიდან დაათვალიეროთ იმერეთის პანორამული ხედები.

ბაგრატის ტაძარი

საქართველოს სამი ყველაზე დიდი კათედრალიდან ერთ–ერთი. აგებულია 1003 წელს და მას შემდეგ ბევრჯერ დაზიანდა მტრების შემოსევების გამო. ბოლოს მისი აღდგენა 2012 წელს განხორციელდა.

თეთრი ხიდი

თეთრი ხიდი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. იგი 1850 წელს აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა.

კოლხური შადრევანი

ქალაქის შუაგულში მდებარე შადრევანი ლამაზი ფიგურებით არის მორთული. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ, ეს ფიგურები უძველესი არტეფაქტების ასლებია.

დრამატული თეატრი

ქუთაისის თეატრი განსაკუთრებულია ისტორიით და შენობის არქიტექტურით. მდებარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე.