გელათის მონასტერი

მისამართი
სოფელი გელათი, ტყიბული
სამუშაო საათები
ყოველდღე, 09:00 – 18:00

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. მისი მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლევამოსილმა მეფემ – დავით მე-4 აღმაშენებელმა. მშენებლობა 1106 წლიდან 1125 წლამდე მიმდინარეობდა. გაფორმება და საბოლოო სახის მიცემა 1130 წლისთვის მოხდა. კომპლექსის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. ტაძრის გუმბათის მხატვრობა 12-ე საუკუნისაა. აღსანიშნავია საკურთხეველში ღვთისმშობლის და მთავარანგელოზების მოზაიკური კომპოზიცია, რომელიც 1125-1130 წლებით თარიღდება. მონასტრის კედლების ფრესკული მოხატულობა განახლებულია მე-16, მე-18 სს_ში, თუმცა დასავლეთ სტოაში მე-12 საუკუნის ფრესკაც არის დაცული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის საერო დანიშნულების, კულტურულ-საგანმანათლებლო ძეგლი – გელათის აკადემია. თანამედროვეებში ის მოიხსენიებოდა “მეორე იერუსალიმად” და “სხუად ათინად”. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები. გელათის აკადემიამ დაგვიტოვა ფასდაუდებელი კულტურულ-მეცნიერული მემკვიდრეობა ხელნაწერი წიგნების სახით, რომლებიც ახლა დაცულია ქუთაისის მუზეუმში.

შესვლა უფასო

საშუალო შეფასება – საშუალო ვარსკვლავების რაოდენობა

0.0
Rated 0.0 out of 5
სულ 0 შეფასება

დატოვე შეფასება