საზანოს ღვინის მარანი 2017 წელს დაარსდა და ღვინის დამზადების თითქმის ორსაუკუნოვან საოჯახო-საგვარეულო ტრადიციის აღდგენას მიჰყო ხელი. მარანი მდებარეობს იმერეთში, სოფ. საზანოს საგვარეულო მამულში, მდ. ძუსას ხეობაში. ამჟამად საკუთრებაშია 3 ჰექტრამდე ვენახი, თუმცა 2021 წლისთვის დაგეგმილია 10 ჰექტრამდე ფართობის განაშენიანება.

ძირითადი ორიენტირი გახლავთ იმერული და ზოგადად, დასავლეთ საქართველოს იშვიათი და უნიკალურ ჯიშები, როგორიცაა კრახუნა, ციცქა, ოცხანური საფერე, ალადასტური, ოჯალეში და სხვა. ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს იმერული ტრადიციული მეთოდით. ფერმენტაცია და დავარგება ხდება ქვევრში ჭაჭაზე ნაწილობრივი კონტაქტით.

location icon
სოფელი საზანო, თერჯოლა, ქუთაისიდან 40კმ
smartphone icon
+995 (0) 577 213 301
  • სამზარეულოს მასტერკლასები
  • იმერული კერძების ფართო ასორტიმენტი (ადგილზე გამომცხვარი თონის პური, ადგილობრივი ყველი, თაფლი და სხვა ნატურალური პროდუქტები)
  • მონაწილეობა რთველში
  • ღამის გათევა ბუტიკური სტილის სასტუმროში
  • ღვინო: კრახუნა, ციცქა, ოცხანური საფერე, ალადასტური, ოჯალეში
  • ენა: ინგლისური, რუსული
  • სამუშაო საათები: ყოველ დღე 24 საათი, სამზარეულო და რესტორანი მუშაობს 12 საათამდე
  • მოსასვენებელი და გასართობი სივრცე ეზოში