მე ვარ ხვიჩა ვაშაყმაძე, საქართველოს გიდების ასოციაციის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული გიდი. აღნიშნული საქმიანობის გარდა ვმუშაობ  ჟურნალისტიკაში და ამასთანავე გატაცებული ვარ მხატვრობით. თუ გსურთ მოინახულოთ მნიშვნელოვანი ადგილები ჩემს ქვეყანაში და თავი იგრძნოთ ადგილობრივ მაცხოვრებლად, გაეცნოთ ქართულ კულტურას და ტრადიციებს, ეწვიოთ ისტორიულ ადგილებს, როგორც მტაში, ისე საქართველოს ქალაქებში, დაათვალიეროთ ქართული არქიტექტურული ძეგლები, გიზიდავთ ეკო ტურიზმი, გიყვართ ექსტრემი, გსურთ ნახოთ ულამაზესი კანიონები და მღვიმეები, გაეცნოთ ქართულ სამზარეულოს და დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული ღვინო, მონაწილეობა მიიღოთ კულინარულ მასტერ-კლასებში,  მოუსმინოთ მრავალხმიან სიმღერებს და ნახოთ ცეცხლოვანი ცეკვები, მაშინ თქვენ ჩემი სტუმარი უნდა გახდეთ. სტუმარი კი საქართველოში მნიშვნელოვანი ფიგურაა.

smartphone icon
+(995) 599 228 289
mail icon
khvichav@gmail.com
  • მე არ ვაკოპირებ მარშრუტს და ვქმნი მას სპეციალურად თქვენთვის
  • გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ტურებს
  • მზად ვარ სტუმრის სურვილის შემთხვევაში შევცვალო ან გადავანაცვლო შეთანხმებული გეგმა
  • არასოდეს შემყავს ტურისტი იქ, სადაც მე თავადვე არ შევიდოდი
  • 24 საათი ვარ კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში ვიზრუნებ თქვენზე
  • ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში გატარებული დღეები თქვენთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩეს
  • მე თქვენ გაგაცნობთ საქართველოს ისე, როგორც ჩემს საუკეთესო მეგობარს